დაზუსტებით ცნობილია, რომ ეს ფეხბურთელი "ბარსელონას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

image


როგორც იცით, ესპანეთის საფეხბურთო თასის 1/2 ფინალის საპასუხო შეხვედრა 27 თებერვალს ღამით გაიმართება.

"ბარსელონასთან" დაპირისპირებამდე, მადრიდის "რეალმა" დღეს ბოლო ვარჯიში გამართა.

აღსანიშნავია, რომ "ლოს ბლანკოსის" მიერ ჩატარებულ სესიას უკლებლივ ყველა ფეხბურთელი ესწრებოდა გარდა ერთისა - ეს გახლავთ მარკოს ლორენტე.

24 წლის ესპანელ ფეხბურთელს რამდენიმე კვირის წინ ფეხი დაუზიანდა და იგი სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.

არამცთუ სრული დატვირთვით, არამედ უფრო მეტიც, სამწუხაროდ, ნახევარმცველმა მადრიდის "რეალის" დღევანდელ ვარჯიშზე დასწრებაც ვერ შეძლო და არ უვარჯიშია.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ლორენტე "ბარსელონას" წინააღმდეგ "კოპა დელ რეის" მატჩს გამოტოვებს. უახლოეს პერიოდში, ლორენტე რეაბილიტაციის კურსს განაგრძობს და იმედს ვიტოვებთ, რომ მას მალე ვიხილავთ მოედანზე.

საბედნიეროდ, სხვა მადრიდისტები მწყობრში არიან და დღეს მათ სრული დატვირთვით ივარჯიშეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის "კოპა დელ რეის" 1/2 ფინალის პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 ანგარიშით დასრულდა.

27 თებერვალს, ღამის 23:55 დაიწყება ესპანეთის საფეხბურთო თასის 1/2 ფინალის განმეორებითი მატჩი მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" შორის. ამჯერად, დაპირისპირება "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

მატჩის ტრანსლირებას შემოგვთავაზებს "სილქ უნივერსალი", რომელსაც ჩვენს ვებგვერდზეც შეგიძლიათ მიადოვნოთ თვალი - საყურებელი ლინკი


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა