"ელ კლასიკოში" "რეალის" სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დანიშნეს

image


მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" გულშემატკივრებს მსაჯების მიმართ აღშფოთება არაერთხელ გამოუხატავთ. სამართლიანი მსაჯობა ესპანეთში ჯერ კიდევ რჩება პრობლემატურ საკითხად.

გუშინდელ "ელ კლასიკოში" არბიტრების მიმართ სერიოზული პრეტენზიები არ ყოფილა, მაგრამ ესპანურმა ყოველდღიურმა გამოცემა "AS"-მა ცეცხლზე ნავთის დასხმა გადაწყვიტა. თუმცაღა, ცეცხლი ამჯერად კატალონიელების წინააღმდეგაა გაჩაღებული.

როგორც ირკვევა, ტელეკამერამ ხორდი ალბას ფოლი ვინისიუსის მიმართ არ დააფიქსირა - შეხვედრის 50-ე წუთზე, მაშინ, როდესაც მადრიდის "რეალი" ჯერ კიდევ იგებდა 1:0 ანგარიშით, "ბარსელონას" საჯარიმო მოედანში თამაშის წესი დაირღვა.

აღნიშნული მომენტის ამსახველი ფოტოები ესპანელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს. კომპანია "MediaPro"-მ, რომელმაც მატჩის ტრანსლირება ითავა, ეპიზოდის განმეორებით ჩვენება აღარ ისურვა.

"AS"-ის ინფორმაციით, 50-ე წუთზე, ვინისიუსი ბენზემასგან ბურთს იღებდა და შემოტრიალებას ცდილობდა. ხორდი ალბამ დააგვიანა, მაგრამ როდესაც ვინისიუსი შეჩერდა, ოპონენტმა მას იმწამსვე მაისურზე მოქაჩა. ამის შედეგად მოიგო ალბამ ორთაბრძოლა. ვინისიუსი გაზონზე არ დაცემულა და მსაჯთანაც არ გამოუხატავს პროტესტი. სწორედ ამიტომ დარჩა ეს ეპიზოდი ჩრდილში.

აღწერილი მომენტი ვერც მატეო ლაოსმა და ვერც გვერდითმა მსაჯმა მოთამაშეების სიმრავლის გამო ვერ შენიშნეს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა