მადრიდის "რეალმა" გუშინდელ "ელ კლასიკოში" მესის ბრწყინვალე სერია შეწყვიტა

image


მიმდინარე სეზონში, "ბარსელონას" ლიდერ ლიონელ მესის თითქმის ყველა მატჩში გააქვს გოლი. "ლა ლიგაში" მან 20 თამაში ჩაატარა და არგენტინელის ანგარიშზე 21 გოლია. ჩემპიონთა ლიგის 4 დაპირისპირებაში, მესიმ 6 გოლის გატანა მოახერხა.

დეკემბრის შუა პერიოდიდან მოყოლებული, ლიონელ მესის მინდორი ისე არ დაუტოვებია, რომ გოლი არ გაეტანა. ეს ასე იყო რა თქმა უნდა, თუ მას ობიექტური დაბრკოლებები არ ხვდებოდა წინ - ტრავმა ან მწვრთნელის მიერ მიღებული მისი დასვენების გადაწყვეტილება. მესის გამორჩეული სერია "ლევანტესთან" მატჩით დაიწყო, სადაც მან ჰეთ-თრიკი შეასრულა.

შემდგომში, ლიონელ მესიმ "სელტას", "ხეტაფეს", "ეიბარს", ისევ "ლევანტეს", "ლეგანესს", "ჟირონას", "სევილიასა" და "ვალენსიას" ზედიზედ გაუტანა. ესე იგი, მესის ზედიზედ 9 მატჩში ჰქონდა გოლი გატანილი.

არგენტინელ სუპერვარსკვლავს შესანიშნავი სერიის 10 მატჩამდე გაზრდა აღარ გამოუვიდა - ესპანეთის საფეხბურთო თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩში, მართალია, მესი მოედანზე მატჩის მეორე ნახევარში, 63-ე წუთზე შემოვიდა, მაგრამ დარჩენილ დროში მადრიდის "რეალმა" მას თავის გამოჩენის შანსი აღარ მისცა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი "ელ კლასიკო" 27 თებერვლის ღამეს გაიმართება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა