მარკოს ლორენტეს სამედიცინო დასკვნა
წლის პირველ "ელ კლასიკოში" მონაწილეობა 24 წლის მარკოს ლორენტემაც მიიღო.
ნახევარმცველი "ლოს ბლანკოსის" სასტარტო შემადგენლობაში აღმოჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ, შეხვედრის 63-ე წუთზე მან დაზიანება მიიღო და მოედანზე კაზემირო შემოვიდა.
"თეთრების" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მარკოს ლორენტემ სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარა და მისი დიაგნოზი შემდეგია: ფეხბურთელს მარცხენა ფეხის კუნთის მეორე ხარისხის ტრავმა აქვს.
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენი ხანი დასჭირდება ლორენტეს სრულ რეაბილიტაციას, ამის შესახებ სამედიცინო პერსონალს აღარაფერი უთქვამს.
loading...
ბოლო სიახლეები
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
რეკლამა