სოლარი: "მისი პერფორმანსი არ მიკვირს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა"
ესპანეთის საფეხბურთო თასის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში, "ბარსელონას" წინააღმდეგ დაფიქსირებული ფრეს შედგომ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ ვინისიუს ჟუნიორის ასპარეზობა შეაფასა.
"მისი გამორჩეული პერფორმანსი არ მიკვირს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა."
"ვინისიუსს "სამეფო კლუბში" მოსვლის მომენტიდანვე ყურადღებით ვაკვირდებოდი. ის, რაც "ბარსელონას" წინააღმდეგ იხილეთ, არსაიდან კი არ მოსულა, არამედ ეს ყველაფერი ვინისიუსის კვირიდან კვირამდე თავდაუზოგავი შრომის შედეგია."
"ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ბევრი რამ აქვს სასწავლი. ვინისიუსს მხარში უნდა დავუდგეთ და განვითარებაში დავეხმაროთ." - ციტირებს ესპანური გამოცემა "Marca" არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს.
ვინისიუსი "ბარსელონასთან" მართლაც ბოლომდე დაიხარჯა. სწორედ მისი მწვავე თამაშითა და ფლანგიდან ჩაწოდებით შეიქმნა სახიფათო მომენტი მეტოქის კართან, რომლის შედეგადაც, ლუკას ვასკესმა მადრიდის "რეალი" მე-6 წუთზევე დააწინაურა.
ბოლო სიახლეები