Food Tips and Chef's Answers


ვალვერდე: "მესით თუ მის გარეშე, მაინც საუკეთესო "რეალთან" გვიწევს თამაში"

image


"კოპა დელ რეის" 1/2 ფინალის პირველი მატჩის გამართვამდე, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მოახლოებული "ელ კლასიკოს" შესახებ ისაუბრა.

"ითამაშებს თუ არა მესი, ეს ფაქტორი არ მოქმედებს ჩვენს სათამაშო სტილზე. "ბარსელონა" ყოველთვის მოგებას, მოედანზე დომინირებასა და გოლების გატანას ცდილობს."

"ორჯერ გვიწევს "ელ კლასიკოს" ჩატარება. მადრიდის "რეალის" სახით წინ სერიოზული მეტოქე გვყავს და ის უფრო მოტივირებულია ფინალში გასასვლელად."

"ასეთი დაპირისპირებებისთვის უპირველესად ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადო. განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი, "რეალი" "კამპ ნოუზე" სოლიდურად ასპარეზობს. "ლა ლიგის" ეგიდით უკეთ ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ, მაგრამ მაშინ მეტოქის ემოციური მდგომარეობა მძიმე იყო, ახლა კი საუკეთესო "რეალს" შევხვდებით." - ციტირებს 54 წლის ესპანელი სპეციალისტის ერნესტო ვალვერდეს სიტყვებს ესპანური გამოცემა "Marca".

შეგახსენებთ, რომ წლის პირველი "ელ კლასიკო" დღეს, 6 თებერვალს, ღამის 11:55 საათზე დაიწყება. მატჩის ტრანსლირებას "სილქ უნივერსალი" გვთავაზობს და აღნიშნული არხის ყურება ჩვენს ვებგვერდზეც შეგიძლიათ.

იხილეთ ლინკი






დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება