"ბარსელონა" - მადრიდის "რეალი" - "ელ კლასიკოს" მიმოხილვა და შეხვედრის ფავორიტი

image


ესპანეთის საფეხბურთო თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩში, "ბარსელონა" მადრიდის "რეალს" "კამპ ნოუზე" მასპინძლობს.

დღეს, 6 თებერვლის ღამეს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გულშემატკივრების ინტერესი ნამდვილი სანახაობისკენ იქნება მიმართული - ესპანეთში ხომ პრინციპული მეტოქეების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება შედგება. თუკი ოქტომბერში გამართული მატჩის წინ გამარჯვებული ფაქტობრივად ეჭვგარეშე იყო, ამჯერად უფრო რთულია იმის წინასწარმეტყველება, თუ ვინ იმარჯვებს დღევანდელ "ელ კლასიკოში" - სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

მადრიდის "რეალმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად გამორჩეული ფორმა დაიბრუნა და მეორე ესპანური გრანდის, მისი პრინციპული მეტოქის, "ბარსელონას" ჰეგემონიის დასრულებას შეეცდება. ამ მიზნის მისაღწევად, მადრიდის "რეალს" პირველი ნაბიჯის გადადგმა - კატალონიელთა სახლში დამარცხება მოუწევს.

მაშ ვინ უნდა მივიჩნიოთ აღნიშნულ დაპირისპირებაში ფავორიტად? მოდით გამოვყოთ რამდენიმე საინტერესო ასპექტი როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის სასარგებლოდ.

1) ფორმა და ხალასი გუნდი


სანტიაგო სოლარიმ შეძლო და "ელ კლასიკომდე" მადრიდის "რეალი" მართლაც შესანიშნავ ფორმაში მოიყვანა. მადრიდის "რეალის" მამოძრავებელი ძალა მხოლოდ 11 მოთამაშე არ გახლავთ. არგენტინელი სპეციალისტი როტაციის გზას ეფექტურად იყენებს და 15-16 მოთამაშეს ენდობა. რაც არ უნდა კარგი აღვნიშნოთ "ბარსელონას" შესახებ, იმავეს ვალვერდეს ირგვლივ ნამდვილად ვერ ვიტყვით. როდესაც ვალვერდემ ნახევრად ძირითადი შემადგენლობით მოისურვა მატჩის მოგება, კატალონიელები "კოპა დელ რეის" 1/4 ფინალში "სევილიასთან" გასვლით მატჩში დამარცხდნენ. კატალონიელები თავიანთ საუკეთესო ფორმაში არ არიან, რაც "ვალენსიასთან" შეხვედრაშიც დადასტურდა.

2) მატჩის მნიშვნელობა


თუკი ვალვერდე მომავალ მატჩებზე ფიქრობს და მთელი ძალების ინვესტირებას დღევანდელ მატჩში არ აპირებს, ამავეს ვერ ვიტყვით სოლარის შესახებ. ეს პირველი "ელ კლასიკოა" სოლარისთვის მწვრთნელის ამპლუაში და ყველაფერს გააკეთებს, რათა გამარჯვება მოიპოვოს. თავად მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებსაც კარგად ახსოვთ ცოტა ხნის წინანდელი სამარცხვინო წაგება ამავე სტადიონზე.

3) თამაში საკუთარ მოედანზე


90,000 გულშემატკივრის მხარდაჭერა უბრალო ხმა რომ არ არის, დაგვეთანხმებით. საკუთარ მოედანზე "ბარსელონა" ხელებს არ ჩამოყრის და ასე თამაშის უფლებას არავის მისცემს. პირიქით, მაღალია ალბათობა იმისა, რომ "ბარსელონა" ყველაფერს გააკეთებს, რათა პირველივე მატჩში მოიპოვოს უპირატესობა. შედეგად, მომავალი მძიმე გრაფიკის პირობებში, კატალონიელებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" აღარ მოუწევთ ბევრი ნერვიულობა და მთელი ძალების გამოყენება.

4) ბუკმეიკერთა თვალსაზრისი


კოეფიციენტებსაც უნდა შევეხოთ. "ბარსელონას" გამარჯვებას საშუალოდ 1.75 კოეფიციენტი ხვდა წილად, ფრეს 4.00, მადრიდის "რეალის" წარმატებას კი 4.35.

შეგახსენებთ, რომ წლის პირველი "ელ კლასიკო" დღეს, 6 თებერვალს, ღამის 11:55 საათზე დაიწყება. მატჩის ტრანსლირებას "სილქ უნივერსალი" გვთავაზობს და აღნიშნული არხისთვის თვალის მიდევნება ჩვენს ვებგვერდზეც შეგიძლიათ.

იხილეთ ლინკი




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა