Food Tips and Chef's Answers


"ჟირონასთან" მატჩამდე "რეალისთვის" ძალიან სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება!

image


"ჟირონასთან" ესპანეთის საფეხბურთო თასის 1/4 ფინალის განმეორებითი შეხვედრის გამართვამდე, სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება საკუთრივ მადრიდის "რეალისა" და ჩვენთვის, "სამეფო კლუბის" გულშემატკივრებისთვის.

დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, "ლოს ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მადრიდის "რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი "ჟირონას" წინააღმდეგ თამაშს უპრობლემოდ შეძლებს.

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრმა "ესპანიოლთან" დაპირისპირებაში მიიღო მუხლის მიდამოებში ტრავმა. სამედიცინო გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. შედეგად, დღეს რამოსმა თანაგუნდელებთან ერთად სრულყოფილი ვარჯიში გამართა.

სოლარი გამოტყდა, რომ "რეალში" ამ პრობლემის პოტენციური გართულების ეშინოდათ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მადრიდული დერბი ჩასატარებელია. პარალელურად, ჰორიზონტზე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი მატჩის ფარგლებში "აიაქსთან" დაპირისპირებაც მოსჩანს.

სასიამოვნოა, რომ კაპიტანი ჯანმრთელია და გუნდს დაეხმარება!

"სერხიო თავს მშვენივრად გრძნობს. თამაშისთვის მზადაა. შეგვეშინდა იმის, რაც მოხდა. მძიმე დარტყმა მიიღო, მაგრამ სრული რეაბილიტაცია მოახერხა და თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. ეს ნამდვილად კარგი სიახლეა." - ასეთი გახლდათ არგენტინელი სპეციალისტის კომენტარი რამოსთან დაკავშირებით.

აქვე გეტყვით, რომ ამ მომენტისათვის, ხესუს ვალეხოს გარდა ყველა მადრიდისტა სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ახალგაზრდა მცველის უიღბლობა სამწუხაროდ ისევ გრძელდება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ისიც მალე დაგვიბრუნდება.




დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება