სერხიო რამოსისა და პილარ რუბიოს ყველაზე ლამაზი და გამორჩეული ოჯახი

image


სერხიო რამოსი ისტორიაში უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კაპიტანია, მისი საფეხბურთო კარიერა უამრავ მნიშვნელოვან ტიტულს ითვლის, ესპანელს საკლუბო და სანაკრებო დონეზე ყველა ტიტული აქვს მოგებული, მაგრამ სერხიოს არანაკლებ წარმატებული პირადი ცხოვრება აქვს.

ყველაფერი ექვსი წლის წინ დაიწყო, როდესაც რამოსი და რუბიო ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შეხვდნენ და ევროპის ჩემპიონატის შედეგები ერთად აღნიშნეს. მას შემდეგ ესპანელ ტელეწამყვანს ხშირად ხედავდნენ ხოლმე სერხიოს სახლში, თუმცა დაზუსტებით ვერაფერს ამბობდნენ და ეგონათ, რომ რამოსი ჯერ კიდევ ძველ შეყვარებულს ხვდებოდა. საბოლოო „განაჩენი“ მხოლოდ მას შემდეგ გამოიტანეს, რაც პილარის ორსულობის ამბავი გამჟღავნდა და მათი პირველი საერთო შვილი – სერხიო დაიბადა

სერხიო რამოსისა და პილარ რუბიოს ყველაზე ლამაზი და გამორჩეული ოჯახი


დღეს პილარი და სერხიო უკვე სამი შვილის მშობლები არიან და ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით ტკბებიან. სერხიოს შემდეგ, მარკო და ალეხანდრო გაჩნდნენ. ეს უკანასკნელი ქვეყანას სულ რამდენიმე თვის წინ, 2018 წლის მარტის თვეში მოევლინა.



მიუხედავად იმის, რომ წყვილს უკვე სამი შვილი ჰყავს, ისინი ჯერ კიდევ არ არიან ოფიციალურად დაკავშირებული და ამისთვის რამოსმაც ალბათ იდეალური დრო აარჩია. მან პილარს ცოლობა სულ რამდენიმე კვირის წინ სთხოვა და შემდეგ რამოსმა ინსტაგრამის მილიონობით მიმდევარს სასიხარულო ამბავი გაუმხილა. „დამთანხმდა!“

„ძალიან მიყვარხარ და მეყვარები… სამუდამოდ“ - ამ სიტყვებით რამოსმა თავის მომავალ მეუღლეს მიმართა.



საქორწილო გეგმები ჯერჯერობით უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ყოველთვის ერიდება ხმაურიან წვეულებებს და მუდმივად ცდილობს, ჟურნალისტთა ყურადღების მიღმა დარჩეს, გულშემატკივრები მაინც იმედოვნებენ, რომ ამდენი წლის სიყვარულსა და თანაცხოვრებას საკადრისი წვეულება მიეძღვნება და სერხიო რამოსისა და პილარ რუბიოს საოჯახო ალბომს სამ შვილთან ერთად დაგეგმილი ქორწილის ფოტოებიც შეემატება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა