ბეილმა ქორწილი კუნძულზე გადაიტანა და ჯარის სპეციალური ქვედანაყოფი დაიქირავა

image


გარეტ ბეილს არცთუ სასიამოვნო პერიოდი უდგას. ფეხბურთელი მაღალ დონეზე ვეღარ ასპარეზობს, რაც მისი კრიტიკის უმთავრეს მიზეზად იქცა.

ამას გარდა, ფეხბურთელს ქორწილიც კი ვერ გადაუხდია ნორმალურად.

გასულ ზაფხულს, გარეტ ბეილმა და მისმა მეორე ნახევარმა ემმამ, ქორწილი გააუქმეს, რადგანაც ამ უკანასკნელის ოჯახში პრობლემები იყო. ქორწილი მომავალი წლის ზაფხულისთვის დაიგეგმა.

ემმა მამასთან ცდილობდა ურთიერთობის მოგვარებას, რომელიც დამნაშავედ ცნეს და ქორწილზეც არ იქნა მიწვეული.

ამ ამბავს ისიც დაემატა, რომ ემმას და სახლიდან ჩემოდანთან ერთად მოულოდნელად გაიქცა. აღმოჩნდა, რომ ჩემოდანში 1 მილიონ დოლარზე მეტი თანხა და ნარკოტიკები იდო.

როგორც ჩანს, იმ ხალხმა, ვისაც ემმას და გაექცა, პასუხი არ დააყოვნეს. ამ ადამიანებმა იმ სახლში, სადაც ბებია, ბაბუა და დების დეიდა ცხოვრობდნენ, ცეცხლი წაუკიდეს.

საბედნიეროდ, არავინ დაზიანებულა, მაგრამ ავტომობილები კი დაიწვა.

ბეილმა ქორწილი კუნძულზე გადაიტანა და ჯარის სპეციალური ქვედანაყოფი დაიქირავა


ამ პრობლემების ფონზე, წყვილმა გადაწყვიტა, ცერემონიის ლოკაცია შეეცვალა.

ქორწილი ახლა უკვე კუნძულ ტაგომაგოზე გაიმართება, რომელიც ბალეარის კუნძულებს მიეკუთვნება.

ამას გარდა, ბეილმა ბრიტანეთის საჰაერო სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფის ყოფილი ჯარისკაცები დაიქირავა, რათა უსაფრთხოებაზე სანერვიულო აღარავის ჰქონდეს.

საერთო ჯამში, ცერემონიაზე მოსაწვევი 150-მა სტუმარმა მიიღო.

ეგების უელსელ ფეხბურთელს ჯერ პირადი პრობლემების მოგვარება სჭირდება, რათა შემდგომში ასპარეზობის უმაღლეს დონეს დაუბრუნდეს.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა