Food Tips and Chef's Answers


"რეალი" VS. "ხეტაფე" - მატჩის მოკლე მიმოხილვა და კოეფიციენტები

image


„ბერნაბეუზე“ ზინედინ ზიდანის შემდგომი ეპოქა იწყება.

მადრიდის „რეალის“ სათავეში ახლა უკვე ხულენ ლოპეტეგია, რომელსაც სერიოზული მისიის შესრულება ხვდა წილად.

მისმა წინამორბედმა სპეციალისტებმა „სამეფო გუნდს“ 9 ტიტული მოაგებინეს, მათ შორის ზედიზედ 3 სეზონში 3 ჩემპიონთა ლიგა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს მათი საქმის გაგრძელება მოუწევს.

„სამეფო კლუბი“ იმ ფეხბურთელმაც დატოვა, რომელმაც 438 თამაშში 450 გოლის გატანა მოახერხა. რაღა თქმა უნდა, საუბარი გვაქვს კრიშტიანუ რონალდუზე, რომელიც ამ ზაფხულს „იუვენტუსს“ შეუერთდა.

„ლოს ბლანკოსი“ იმედოვნებს, რომ ბეილთან, ასენსიოსთან და ისკოსთან ერთად, გუნდის სხვა წევრებიც საგრძნობლად ასწევენ თავიანთი თამაშის დონესა და ხარისხს და „ლოს გალაქტიკოსს“ მომავალ სეზონშიც არაერთ ჯილდოს მოუტანენ.

მიმდინარე სეზონში, „რეალმა“ ერთი თასის ფინალი უკვე წააგო.

ოთხშაბათს, „უეფას“ სუპერთასის ფინალში, მადრიდის „რეალი“ „ატლეტიკოსთან“ 2-4 ანგარიშით დამარცხდა.

ეს კარგი დასაწყისი ნამდვილად არაა.

გასული სეზონი „ხეტაფემ“ ძალიან კარგად ჩაატარა.

„ლა ლიგის“ სატურნირო ცხრილში, „ხეტაფემ“ ასპარეზობა მე-8 ადგილზე ჩაამთავრა. პეპე ბორდალასი სწორედ ამ ტენდენციის შენარჩუნებასა და არსებული საფუძვლის გამაგრებას შეეცდება.

4 დღის ინტერვალში, მადრიდის „რეალი“ უკვე მეორე დერბის გამართავს.

„სამეფო გუნდისგან“ გამარჯვებას ელიან.

ეს მატჩის წინა კოეფიციენტებზეც მკაფიოდ აისახა.

დაპირისპირებაში, მადრიდის „რეალის“ გამარჯვებას საშუალოდ 1.25 კოეფიციენტი ხვდა წილად, ფრეს კი - 6.25.

ბუკმეიკერები „ხეტაფეს“ წარმატებას 12.50 კოეფიციენტით აფასებენ.

შეხვედრა ამაღამ, 00:15 საათზე გაიმართება.





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა