"სელტა" - "რეალი" - როგორია მატჩის წინა კოეფიციენტები?
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის „რეალი“ თავის საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება და ვიგოში „სელტას“ წინააღმდეგ გასვლაზე უწევს თამაში, ბუკმეიკერები „თეთრებს“ მაინც სოლიდურ ფავორიტად მიიჩნევენ.
„სელტას“ გამარჯვებას საშუალოდ 5.20 კოეფიციენტი ხვდა წილად.
ბუკმეიკერები მადრიდის „რეალის“ წარმატებას 1.60 კოეფიციენტით აფასებენ.
რაც შეეხება ფრეს, მას 4.40 მაჩვენებელი ერგო.
„სელტასა“ და „რეალს“ შორის ბოლო დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ გაიმართა და მაშინ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“, მადრიდელებმა მეტოქე 6:0 ანგარიშით დაამარცხეს. აღნიშნული დაპირისპირების წინა შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ მადრიდის "რეალის" მიერ "სელტა" ვიგოს განადგურება 2016 წელს. მატჩი 7:1 ანგარიშით დასრულდა
loading...
ბოლო სიახლეები
მსგავსი სიახლეები
რეკლამა
პოპულალური
რეკლამა