ვის და რამდენი გოლი აქვს გატანილი "ბარსელონას" წინააღმდეგ "კამპ ნოუზე" ? » "რეალის" ფან-კლუბი


ვის და რამდენი გოლი აქვს გატანილი "ბარსელონას" წინააღმდეგ "კამპ ნოუზე" ?

image


კვირას, 28 ოქტომბერს, 19:15 საათზე, „კამპ ნოუ“ „ელ კლასიკოს“ უმასპინძლებს.

„კამპ ნოუზე“ გამართულ ბოლო 4 მატჩში, მადრიდის „რეალი“ არცერთხელ არ დამარცხებულა - „თეთრებმა“ ორი მატჩი ფრედ დაამთავრეს, 2 კი - მოიგეს. სწორედ ამ წარმატებული სერიის გაგრძელებას შეეცდება „ლოს გალაქტიკოსი“ კვირას.

„კამპ ნოუზე“ გოლი 6 მადრიდისტას აქვს გატანილი. ესენი არიან: ბენზემა, ბეილი, ასენსიო, რამოსი, ვარანი და მარსელო.

ყველაზე მეტი გოლი ბენზემას აქვს გატანილი. ფრანგმა ფორვარდმა „კამპ ნოუზე“ 3 სხვადასხვა ტურნირზე შეძლო თავის გამოჩენა. პირველი გოლი მან 2011/12 წლების სეზონის ესპანეთის სუპერთასზე გაიტანა, იმავე სეზონში ესპანეთის საფეხბურთო თასზეც დაგვამახსოვრა თავი, „ლა ლიგის“ 2015/16 წლის გათამაშებაში კი დიდებული გოლი გაიტანა.

„კამპ ნოუზე“ 2 გოლი სერხიო რამოსსაც აქვს გატანილი, ორივე „ლა ლიგაში“. პირველად მოწინააღმდეგის კარი მან 2007 წლის მარტში აიღო, ბოლოს კი 2016 წლის დეკემბერში.

2010/11 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე, „ბარსასთან“ სტუმრად გოლი მარსელომაც გაიტანა.

2012/13 წლის ესპანეთის საფეხბურთო თასზე ვარანმა მოახერხა თავის გამოჩენა.

ბოლო ორი მადრიდისტა, ვინც „კამპ ნოუზე“ კატალონიური კლუბის კარი დალაშქრა, გახლავთ ასენსიო და ბეილი. მალიორკელმა ფეხბურთელმა 2017 წლის ესპანეთის სუპერთასზე დაუვიწყარი გოლი გაიტანა, გასული სეზონის „ლა ლიგის“ მატჩში კი უელსელმა ვარსკვლავმა ბრწყინვალე გოლით გაგვახარა.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის შემდგომ პირველად, „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ ერთმანეთის წინააღმდეგ რონალდუსა და მესის გარეშე იბრძოლებენ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა