გმირი და ანტიგმირი - ვინისიუს ჟუნიორი "ელ კლასიკოს" გამოტოვებს

image


„სეგუნდა B”-ს ფარგლებში „კასტილიასა“ და „სელტა B”-ს შორის გამართულ მატჩში, ვინისიუს ჟუნიორმა ყურადღება როგორც კარგი, ასევე ცუდი მიზეზების გამო მიიპყრო. ზემოთაღნიშნული შეხვედრა კი ფრედ, 1:1 ანგარიშით დასრულდა.

18 წლის ბრაზილიელმა, რომელსაც შაბათს, „ლევანტესთან“ მატჩში (1:2) მონაწილეობა არ მიუღია, „კასტილიას“ შემადგენლობაში შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომლის წყალობითაც მადრიდის ახალგაზრდულმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე ბრაზილიელმა ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა და სანტიაგო სოლარის შეგირდებს გალისიიდან 1 ქულა მოუტანა. თუმცაღა, რამდენიმე წუთის შემდგომ, ვინისიუსი მოედნიდან გააძევეს.

ახალგაზრდა ფეხბურთელს მოედნის დატოვება 85-ე წუთზე, მეორე ყვითელი ბარათის მიღების შემდგომ მოუწია. „სელტას“ წინააღმდეგ მატჩის მიწურულს, ბრაზილიელი მეტოქე გუნდის საჯარიმო მოედნის სიახლოვეს შეგნებულად წაიქცა, ყოველ შემთხვევაში, ასე დაინახა მსაჯმა, რომელმაც ჟუნიორს სიმულაციისათვის წითელი ბარათი უჩვენა. მოედნის დატოვების დროს განცდილი უსამართლობის გამო, მსაჯის გადაწვეტილებამ ვინისიუსი იმდენად განარისხა, რომ მან მადრიდელი გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია დაახლოებით იმ გზით, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ მიმართავდა - ვინისიუსი თავის მაისურზე „სამეფო კლუბის“ ემბლემაზე აქტიურად მიანიშნებდა.

"ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის" წესების თანახმად, „სელტასთან“ დისკვალიფიკაცია ძალაშია როგორც „კასტილიას“ მატჩებში, ასევე პირველი გუნდის შეხვედრებში. შედეგად, ვინისიუსი კვირას, „ელ კლასიკოში“ მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუკი „თეთრები“ აპელაციის გზას მიმართავენ, დისკვალიფიკაცია შესაძლოა დროებით გაუქმდეს. საგულისხმოა, რომ ჯერ-ჯერობით მადრიდის „რეალის“ განაცხადი განხილვის პროცესშია.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა