"ელ კლასიკო" ესპანეთის ნაცვლად ა.შ.შ.-ში გაიმართება

image


ლა ლიგამ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. შედეგად, ესპანეთის ჩემპიონატის ზოგიერთი მატჩი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ჩატარდება.

ლიგამ საერთაშორისო მედიაკომპანია “Relevent Sports”-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც 15 წელიწადზეა გათვლილი. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, სეზონის რამდენიმე მატჩი ჩრდილოეთ ამერიკაში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკაში შესაძლოა მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებაც გაიმართოს, რამდენადაც სწორედ ეს ორი კლუბი აყალიბებს ესპანეთის ჩემპიონატის რეპუტაციას.

შეთანხმება ძალაში მიმდინარე სეზონიდანვე შედის.

„აღნიშნული თანამშრომლობის მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეხბურთის კულტურის განვითარებაა. მსგავსი გადაწყვეტილება სპორტის ამ სახეობის პოპულარობის გაზრდისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება.“ - განაცხადა “Relevent Sports“-ის თავჯდომარე სტივენ როსმა.

„თუკი NBA-სა და NFL-ის მატჩები ქვეყნის გარეთ იმართება, რატომ არ შეგვიძლია მსგავსი რამ ესპანურ ლიგაშიც განვახორციელოთ? ჩვენი ბრენდი უნდა განვავითაროთ. ჩვენ მოკლე და საშუალოვადიან მიზანს, ყოველწლიურად, ლა ლიგის მატჩების ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარება წარმოადგენს.“ - დასძინა ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა.

წყარო: El Pais


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა