"რეალი" VS. "ლევანტე" - რომელი ფეხბურთელები დააკლდებიან კლუბებს და ვინ ითამაშებს ?

image


ამ ზაფხულს, სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს, „ლევანტემ“ მადრიდის „რეალისგან“ ბორხა მაიორალი იჯარის პირობებით დაიმატა. სწორედ ამ გარემოების გამო, თავდამსხმელი „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ ასპარეზობას ვერ შეძლებს.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მადრიდის „რეალმა“ ბორხას არენდის კონტრაქტში სპეციალური პუნქტი ჩართო, რომლის თანახმადაც, „ლევანტეს“ სერიოზული თანხის გადახდა მოუწევს იმ შემთხვევაში, თუკი ვალენსიურ კლუბს სურს ბორხას „ლოს ბლანკოსის“ წინააღმდეგ მოედანზე ხილვა. სანამ „ლევანტე“ „ლოს გალაქტიკოსის“ კრიზისის გახანგრძლივებას შეეცდება, ბორხას მატჩის ყურება ტრიბუნებიდან მოუწევს.

საგულისხმოა, რომ ფეხბურთელს ჯერ-ჯერობით სათანადო სათამაშო დრო წილად არც ხვდომია. „ლევანტეში“ გადასვლის შემდგომ, 21 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ 195 წუთი ითამაშა და ბოლო ორ მატჩში, სასტარტო შემადგენლობაშიც კი ვერ მოხვდა. ეს განსაკუთრებით საკვირველია იმის გათვალისწინებით, რომ „ლევანტეს“ სპორტულმა ხელმძღვანელმა ვისენტე ბლანკომ განაცხადა, რომ მაიორალი ერთადერთი თავდამსხმელი იყო, რომლის შემოერთებასაც კლუბი უმიზნებდა.

რაც შეეხება მადრიდის „რეალს“, სასიხარულო ამბავი ისაა, რომ ისკო „რეალის“ სხვა ფეხბურთელებთან ერთად ძირითად ჯგუფში ვარჯიშობს.

ბრმანაწლავის გადაუდებელი ოპერაციის გამო, ნახევარმცველს „თეთრების“ ბოლო 4 მატჩის გამოტოვება მოუწია.

შაბათს, „ლევანტეს“ წინააღმდეგ მატჩში, ისკოს მონაწილეობას წინ არაფერი უდგას.

„ლოს ბლანკოსის" სხვა წევრებთან ერთად, სავარჯიშო მოედანზე „რეალის“ მცველი ნაჩოც გამოვიდა, რომელმაც ახლახანს ესპანეთისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებაშიც მიიღო მონაწილეობა.

გარეტ ბეილი და კარიმ ბენზემა დამოუკიდებლად, განცალკევებულად ვარჯიშობენ და ჯერ-ჯერობით დაზუსტებით არაა ცნობილი, ვინ ითამაშებს „ლევანტეს“ წინააღმდეგ - ერთი მათგანი, ორივე თუ არცერთი.

„სამეფო კლუბის“ მცველი დანი კარვახალი ფეხის ტრავმას იშუშებს და იგი „ლევანტეს“ წინააღმდეგ დაპირისპირებას გამოტოვებს.

აქვე გეტყვით, რომ მადრიდის „რეალისა“ და „ლევანტეს“ დაპირისპირება გაიმართება 20 ოქტომბერს, „სანტიაგო ბერნაბეუს“ მოედანზე. შეხვედრა შუადღით, უფრო ზუსტად კი 15:00 საათზე დაიწყება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა