საგანგაშო მდგომარეობა "ბარსას" ბანაკში - "ელ კლასიკოს" კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოტოვებს » "რეალის" ფან-კლუბი


საგანგაშო მდგომარეობა "ბარსას" ბანაკში - "ელ კლასიკოს" კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოტოვებს

image


„ბარსელონას“ კრიზისი „ელ კლასიკომდე“ კიდევ უფრო დამძიმდა - ტომას ვერმალენი კატალონიელებს 6 კვირის განმავლობაში ვეღარ დაეხმარება.

ბელგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა თეძოს ტრავმა მიიღო და სამუელ უმტიტის მსგავსად, ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვეღარ იასპარეზებს.

კატალონიური კლუბი ტრავმირებული მცველების გამო შექმნილი მძიმე ვითარების დაბალანსებას ცდილობს.

32 წლის ფეხბურთელს „კამპ ნოუზე“ ყოფნის დროს ფიტნესის არაერთი პრობლემა შექმნია, ახლა კი მორიგი სირთულის დაძლევა მოუწევს.

ვერმალენი ბელგიისა და შვეიცარიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების დროს დაზიანდა და რობერტო მარტინესმა იგი შეხვედრის მეორე ნახევარში შეცვალა.

ვერმალენს საჭირო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდგომაც დადგინდა, რომ „არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი დეკემბრამდე ვეღარ იასპარეზებს.

ტომას ვერმალენი „ბარსელონას“ უახლოეს მომავალში ვერ დაეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიურ კლუბში ცენტრალური მცველებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნა. ეს კიდევ უფრო საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ "რეალთან" დაპირისპირებამდე სულ ცოტა დრო რჩება.

მსოფლიო ჩემპიონ სამუელ უმტიტის კი მუხლის ტრავმა აქვს, რის გამოც დიდი ხანი ვეღარ ითამაშებს. 24 წლის ფეხბურთელი 26 სექტემბრის შემდგომ მოედანზე აღარ გამოსულა. კატალონიურ კლუბს არც პროგნოზი აქვს, თუ როდის დაუბრუნდება უმტიტი ასპარეზობას.

ვერმალენისა და უმტიტის დაზიანების გამო, ერნესტო ვალვარდეს მხოლოდ 2 არჩევანიღა აქვს. ჟერარდ პიკე და კლემენტ ლენგლეტი მაღალი დონის ფეხბურთელები არიან და თანაგუნდელების მოედანზე არ ყოფნა შეუძლიათ შეავსონ, მაგრამ მათ ტრავმასა და მორიგ დიდ პრობლემას კლუბი ვეღარ გადაიტანს.

შეგახსენებთ, რომ 2018-19 წლის კამპანიის პირველი „ელ კლასიკო“ 28 ოქტომბერს გაიმართება. „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ „კამპ ნოუზე“ უმასპინძლებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა