ზიდანი ბეილის სიტუაციას საინტერესოდ ეხმიანება: "შესაძლოა ვესაუბრე, ან იქნებ არც!"

image


"ლა ლიგის" მიმდინარე სეზონის ბოლოს წინა ტურის გამართვამდე, ზინედინ ზიდანს ფეხბურთელებთან ურთიერთობისა და კონკრეტულად გარეტ ბეილის შესახებაც დაუსვეს კითხვა, რაზეც სპეციალისტმა ასეთი რამ განაცხადა:

"მე თქვენთან არ განვიხილავ იმას, თუ რას ვეუბნები "რეალის" ფეხბურთელებს. ეს საუბრები პირადულია და არის ის, რაც მევალება. ყველა ფეხბურთელთან ვსაუბრობ, მათ შორის მათთან, ვინც გუნდში დარჩება ან წავა. შესაძლოა ბეილს ველაპარაკე ან არც მილაპარაკია. 25 ფეხბურთელი გვყავს და სხვადასხვა თემებზე ვესაუბრები, თუ რა მინდა მათგან, როგორ ვითამაშებთ... დიახ, ჩვენ ურთიერთობა გვაქვს."

"ბეილის აგენტის კომენტარზე ვერაფერს გეტყვით. მე მადრიდის "რეალის" მწვრთნელი ვარ, ის კი პირადი წარმომადგენელია და თავის საქმეს აკეთებს. ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობ და იმაზე, რომ სოლიდურად ვიასპარეზოთ. მთელი კვირა თავდაუზოგავად ვშრომობდით და "სოსიედადთან" რეზულტატზე ვარ კონცენტრირებული."
- ციტირებს მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდი 46 წლის ზიდანის სიტყვებს.

ახლახანს, ბეილის პირადმა აგენტმა ჯონათან ბარნეტმა განაცხადა, რომ ბეილს მადრიდში დარჩენა სურს, ზიდანი კი ამ აზრს არ ემხრობა.

შეგახსენებთ, რომ "სოსიედადი" მადრიდის "რეალს" 12 მაისს, 20:30 საათზე უმასპინძლებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა