ზიდანის კომენტარი "სოსიედადთან" დაპირისპირებამდე: "მივმართავ გულშემატკივრებს..."

image


"რეალ სოსიედადთან" "ანოეტაზე" დაპირისპირებამდე, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"მადრიდის "რეალის" ბანაკში დადებითი მუხტი ტრიალებს. "სოსიედადი" სოლიდური გუნდია და დაპირისპირებისათვის ჩვენც კარგად მოვემზადეთ."

"ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან ძნელია. ჩვენ ბოლო 5 წელში 4-ჯერ მოვიგეთ და ეს განსაკუთრებული მიღწევაა. რაც შეეხება "ლა ლიგას", ეს ის ტურნირია, რომელიც გამზადებს ჩემპიონთა ლიგისთვის, საფეხბურთო თასისთვის და ყველა ტურნირისთვის, რომელშიც მონაწილეობას იღებ. "ლა ლიგა" გაძლიერებს და მზადყოფნაში გამყოფებს."

"ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეულ წარმატებას ჩვენ ვერავინ წაგვართმევს. წელსაც ვნახეთ, თუ როგორი რთული ტურნირია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 4 ჩემპიონთა ლიგა კოლოსალური შრომის ფასად მოვიგეთ."

"ბარსელონას" გამოთიშვა მადრიდის "რეალის" სეზონს უფრო კარგი კუთხით ნამდვილად არ წარმოაჩენს. ცუდი სეზონი ჩავატარეთ და ეს ყველას კარგად გვესმის."

"გულშემატკივრებს მივმართავ და გეტყვით, რომ მომდევნო სეზონის იმედი უნდა გქონდეთ. თქვენ იცით მადრიდის "რეალის" ისტორია, ყველაფერი მის შესახებ და ისიც, რომ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებების მოსაპოვებლად და მხარდამჭერების გასახარებლად."

"ხვალ ბენზემა ჩვენთან იქნება. ამ კვირაში სრული დატვირთვით ივარჯიშა და ასპარეზობისთვის მზადაა. ბუნებრივია, რომ პერსონალური რეკორდის გაუმჯობესებაზე ფიქრობს და გოლებით გუნდის დახმარება სურს. ვნახოთ, რა მოხდება ხვალ."
- ციტირებს მადრიდის "რეალის" ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს "ლოს ბლანკოსის" ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ "სოსიედადი" - "რეალი" 12 მაისს, 20:30 საათზე დაიწყება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა