Food Tips and Chef's Answers


ვინ დააკლდება და ვინ დაუბრუნდება "რეალის" შემადგენლობას "სევილიას" წინააღმდეგ ?

image


„ლა ლიგის“ მე-6 ტურის მატჩს „სევილიასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის, „ლოს ბლანკოსის“ მცველი დანი კარვახალი კუნთის ტრავმის გამო გამოტოვებს.

„თეთრების“ ფეხბურთელი „რომას“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩში (3:0) დაზიანდა. მას შაბათს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ესპანიოლთან“ გამართული შეხვედრის (1:0) გამოტოვებაც მოუწია.

საბედნიეროდ, რომ კარვახალის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა კლუბში მისი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება არ სურთ.

ვარაუდობენ, რომ მარჯვენა ფლანგზე კარვახალის ადგილს ალვარო ოდრიოსოლა დაიკავებს, რომლის დებიუტი „რეალში“ გასულ შაბათს შედგა. შესაძლოა აღნიშნულ პოზიციაზე ოდრიოსოლას ნაცვლად, ნაჩოც ვიხილოთ.

„ესპანიოლთან“ მატჩში ხულენ ლოპეტეგმა დაასვენა და არ ათამაშა ტონი კროოსი და გარეტ ბეილი, თუმცა სასიხარულოა ის გარემოება, რომ „სევილიას“ წინააღმდეგ, "რეალის" ორი ვარსკვლავი შემადგენლობას დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩი „რამონ სანჩეს პისხუანის“ მოედანზე ოთხშაბათს ღამით, 00:00 საათზე დაიწყება.

წყარო: ყოველდღიური ესპანური სპორტული გამოცემა "Marca."



იხილეთ სხვა საინტერესო სიახლეები აქ


სერხიოს რამოსის კომენტარი ლუკა მოდრიჩის წარმატების შესახებ


ლუკა მოდრიჩი "ფიფას" საუკეთესო ფეხბურთელი გახდა


ფლორენტინო პერესი: "რონალდუ "რეალში" დაბრუნდება"






დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა