ბეილმა ცეცხლზე ნავთი დაასხა - ნახეთ უელსელის უცნაური ქცევა მატჩის შემდგომ

image


კვირას, "ლა ლიგის" 35-ე ტურის ფარგლებში, მადრიდის "რეალი" "რაიო ვალიეკანოსთან" გასვლაზე 1:0 ანგარიშით დამარცხდა.

"ლოს ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა თავის ფეხბურთელებს 2 დღე-ნახევრიანი დასვენება მისცა.

ესპანური გამოცემის "Marca"-ს ინფორმაციით, მატჩის შემდგომ, ბეილმა გუნდის ავტობუსში ასვლა არ ისურვა - მან ნებართვა აიღო და "ვალეკასიდან" "მადრიდი-ბარახასის" აეროპორტს მიაშურა, სადაც მას პერსონალური თვითმფრინავი ელოდა.

ბეილი, რომელიც "რაიოს" წინააღმდეგ ტრადიციულად ცუდად გამოიყურებოდა, გუნდის ავტობუსის გვერდით იდგა. მალე მას პირადი ავტომობილი ეწვია და იგი დასახელებული აეროპორტისკენ გაემართა.

უელსელი ფეხბურთელი ერთადერთი გახლდათ, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად მგზავრობა არ ისურვა.

ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ 29 წლის კარდიფელი უფრო და უფრო სცილდება "ლოს ბლანკოსს" ყველა გაგებით.

"არ ვიცი ბეილი ფოკუსირებულია თუ არა."
- ასეთი გახლდათ ზიდანის მიერ შეხვედრის შემდგომ წარმოთქმული შეფასება.

ცხადია, რომ ზიდანი ბეილზე იმედებს ვერ ამყარებს და ყველა ინდიკაცია არსებობს იმ ვარაუდისთვის, რომ უელსელი "რეალში" თავის ბოლო სეზონს ატარებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა