Food Tips and Chef's Answers


"ბერნაბეუზე" ბეილს დაუსტვინეს, მან კი გულშემატკივრებს ეს ჟესტი აჩვენა

image


მართალია, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალმა" ბილბაოს "ატლეტიკი" 3:0 ანგარიშით დაამარცხა, მაგრამ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ბეილის მიმართ თავიანთი განწყობა თუ დამოკიდებულება არ დამალეს.

უკვე მერამდენედ, შეცვლაზე შემოსულ ბეილს "ბერნაბეუზე" შეკრებილი ქომაგები გულიანად უსტვენდნენ.

როგორც კი ბეილი ბურთს მიიღებდა, სტვენა კვლავ გაჩაღდებოდა.

ბოლოს, სტვენამ თავად ბეილიც დაღალა და მუჭი ჰაერში აღმართა, თითქოს გულშემატკივრებისთვის სურდა ეთქვა: "გავიგე, თავი დამანებეთ, ნუ დამღალეთ".

საგულისხმოა, რომ ბეილის ამ საქციელს ქომაგთა ნაწილისაგან განსხვავებული რეაქცია მალევე მოჰყვა. როდესაც ბეილი კუთხურის მოსაწოდებლად წავიდა, სტადიონის კონკრეტული სექციებიდან უელსელი აპლოდისმენტებითაც დააჯილდოვეს.

ამისდა მიუხედავად, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ბეილი "ბერნაბეუზე" თავის ბოლო შეხვედრებს ატარებს და სავარაუდოდ, "ლოს ბლანკოსს" ზაფხულში დატოვებს.

ცხადია, რომ ზიდანი ბეილს ძირითად შემადგენლობაში არ აყენებს. ბეილმა კრიშტიანუ რონალდუს საქმე ვერ განაგრძო. მან ცუდი სეზონი ჩაატარა და სწორედ ამიტომ დაატყდა თავს გულშემატკივრების გულისწყრომა, მისგან ხომ ყველაზე მეტს ელოდნენ.

იწერება სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, ნაწილი გვამცნობს, რომ ბეილი "რეალს" დატოვებს, მეორე ნაწილის მიხედვით კი უელსელი "სამეფო კლუბში" რჩება და თავისი სურვილი მენეჯმენტს უკვე გაანდო.

ბეილთან დაკავშირებულ საკითხებზე ზინედინ ზიდანი დუმს. მისი თქმით, გარეტი "რეალისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ისევე როგორც ყველა სხვა ფეხბურთელის მომავალი, ბეილის ამბავიც ზაფხულში გაირკვევა.

ინფორმაციის წყარო: ესპანური გამოცემა "Marca".





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება