ნავასი, ლუნინი თუ კურტუა? ვინ დაიცავს "რეალის" კარს "ატლეტიკოს" წინააღმდეგ?

image


2014 წელს მადრიდის „რეალში“ გადმოსვლიდან მოყოლებული, წლევანდელი წელი კეილორ ნავასისათვის ყველაზე ძნელი იქნება.

ტიბო კურტუას შემოერთება კოსტა-რიკელისათვის საქმეს ერთიორად ართულებს - შეძლებს თუ არა 31 წლის მეკარე თავისი პოზიციის შენარჩუნებას?

მიუხედავად ამისა, ყველაფერი იმას მიგვანიშნებს, რომ ტალინში, ევროპის სუპერთასის ფინალში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, ნავასი „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში უნდა მოგვევლინოს.

შაბათს ღამით, სანტიაგო ბერნაბეუზე, „მილანის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ბელგიელი გოლკიპერი სათადარიგოთა სკამზეც კი არ ყოფილა. კურტუამ თავის ახალ თანაგუნდელებთან ერთად სულ ცოტა ხანს ივარჯიშა, ასე რომ, ოთხშაბათს, მოედანზე მისი გამოჩენა რთული წარმოსადგენია, მაგრამ არა შეუძლებელი.

ნავასი შეეცდება „რეალის“ სასტარტო გოლკიპერის სტატუსი განიმტკიცოს და ახალ მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგს დაანახოს, რომ კურტუასთვის კონკურენციის გაწევა თამამად შეუძლია.

“მილანთან“ დაპირისპირებაში, შეხვედრის პირველ ნახევარში, ნავასმა ორი კარგი სეივი შეასრულა, თუმცა გონსალო იგუაინის შესანიშნავ დარტყმას ვერაფერი მოუხერხა და საკუთარ კარში გოლი მაინც მიიღო.

მატჩის მეორე ნახევარში, სანამ ნავასს ანდრეი ლუნინი შეცვლიდა, კოსტა-რიკელმა საკუთარი კარი პატრიკ კუტრონეს ბრწყინვალე დარტყმისგან იხსნა, რასაც სანტიაგო ბერნაბეუს მოედანზე შეკრებილ გულშემატკივართაგან აპლოდისმენტები მოჰყვა.

მადრიდის „რეალის“ მომხრეები ლუნინსაც საკმარისი ოვაციებით შეხვდნენ - ახალგაზრდა გოლკიპერმა „თეთრებთან“ ერთად კარგი პრესეზონი ჩაატარა.

მატჩში მას რეალური სეივები არ შეუსრულებია, მაგრამ ის გულშემატკივრებში პოპულარობით უკვე სარგებლობს.

„სამეფო გუნდს“ შეუძლია ლუნინი მესამე არჩევნად მოიაზროს ან სათამაშოდ „კასტილიაში“ გაუშვას, სადაც რეგულარული სათამაშო დრო მიეცემა.

ლუნინთან დაკავშირებული პრობლემა უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს, მაგრამ ნათელია, რომ მადრიდის „რეალის“ გოლკიპერების სიტუაცია კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მუდმივ დინამიკაში იქნება, კონკურენცია დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება და საკითხი ხელის ერთი მოსმით ვერ მოგვარდება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა