არაა რონალდუ? არაა პრობლემა! "BBA" "რეალის" ახალ ძალად იქცა!

image


გუშინ, სანტიაგო ბერნაბეუს მოედანზე, კრიშტიანუ რონალდუს მიერ მადრიდის „რეალის“ დატოვების შემდგომ, გუნდმა პირველი რეალური გამოცდა ჩააბარა.

რონალდუს მიერ „იუვენტუსში“ გადასვლის კომპენსაცია ხულენ ლოპეტეგიმ შემტევი ხაზის გაძლიერებით სცადა. „მილანის“ წინააღმდეგ ლოპეტეგის ტრიომ გაამართლა - ეს ზუსტად ის სამეულია, რომელიც „რეალს“ დიდი ალბათობით, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგაც დაეხმარება.

ისევე როგორც მთელ პრესეზონში, კარიმ ბენზემას, გარეტ ბეილსა და მარკო ასენსიოს კიდევ ერთხელ მიეცათ თავიანთი შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალება - შესაბამისი პერფორმანსი მათ არ დაუყოვნებიათ.

შაბათს, ბენზემამ და ბეილმა შეტევაში ერთმანეთს ბრწყინვალედ გაუგეს, ასენსიომ კი თავისი ნიჭიერება, ბრწყინვალება და სისწრაფე ისევ გამოავლინა, თანაც მთელი მატჩის მანძილზე მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

“BBA”-სგან გატანილი 2 გოლი ნიშნავს იმას, რომ პრესეზონის გასულ 4 მატჩში, მადრიდის „რეალის“ 9 გოლიდან 8 სწორედ შემტევ ტრიოს ეკუთვნის.

ბეილმა 3 გოლი გაიტანა და შედეგიანი გადაცემაც შეასრულა, ასენსიომაც 3 ბურთის გატანით გამოიჩინა თავი, ბენზემამ კი მოწინააღმდეგის კარი 2-ჯერ აიღო.

„B” გეგმა როგორც ჩანს კარგად მუშაობს და ბორხა მაიორალს მომავალ სეზონშიც ექნება თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

მაიორალისთვის კარგი ამბავი ისაა, რომ მალევე შეძლო მატჩში გოლის გატანა.

პრესეზონში ნაჩვენები ფეხბურთის შემდგომ ნათელია, რომ „თეთრებს“ შემტევი ძალა არ დაუკარგავთ და ყველაფერი ჩინებულად გამოსდით.

თუმცაღა, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რა მოხდება მათ გარეშე ან რა მოხდება თუ ერთ-ერთი მათგანი ტრავმას მიიღებს? უელსელი ფეხბურთელის ტრავმების ამბავი საყოველთაოდ ცნობილია.

ასეთ შემთხვევაში, ერთ-ერთ სარეზერვო ვარიანტად ზაფხულში შესრულებული ტრანსფერი - ვინიციუს ჟუნიორი განიხილება, მაგრამ ხულენ ლოპეტეგი მას განიხილავს როგორც სამომავლო პროექტს და არ მოიაზრებს ისეთ ფეხბურთელად, რომელიც თავისი მოსვლით მყისიერ ეფექტს მოახდენდა.

„მილანის“ წინააღმდეგ ბენზემამ პირველი გოლი გაიტანა და ყველას ვინც მის მიმართ კვლავ ეჭვითაა შეპყრობილი, დაანახა რომ გოლების გატანა ისევ შეუძლია.

ბეილმა მეორე გოლით „რეალი“ 2-1 ანგარიშით დააწინაურა. ეს ყველაფერი ასენსიოსთან კარგ შეთამაშებას მოჰყვა - როგორც ჩანს მათ შორის ჰარმონია სუფევს.

მე-9 ნომრის როლის შეთავსება შეუძლია როგორც ასენსიოს, ასევე ბეილსა და ბენზემას. მარჯვენა ფლანგზე ფეხბურთელები მეტოქეს პრობლემებს უქმნიან.

ტრიოს მხარს უმაგრებს ისკო, რომლის შედეგიანი გადაცემების გარეშე ძნელად თუ გამოვა რაიმე. რონალდუს გარეშე, ისკოს მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება.

მადრიდის „რეალი“ შეტევის გაძლიერების ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს და რამდენიმე სატრანსფერო სამიზნეც კი გამოძებნა, მაგრამ „სამეფო გუნდს“ უზარმაზარი თანხის გადახდა ამ ეტაპზე არ სჭირდება, ეს ლოპეტეგს ამ ეტაპზე ნამდვილად არ სურს.

სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ მომენტისათვის ფაქტია, რომ მადრიდის „რეალს“ თავისი სვლა ჯერ-ჯერობით არ განუხორციელებია.

ევროპის სუპერთასის ფინალი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ, რომელიც ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება, მადრიდის „რეალის“ ბოლო ტესტი იქნება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა