Food Tips and Chef's Answers


მადრიდის "რეალმა" ევროპის სუპერთასის ფინალისათვის მზადება განაახლა

image


პრესეზონში, სანტიაგო ბერნაბეუზე „მილანის“ წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებიდან ერთი სრული დღეც კი არ გასულა, მადრიდის „რეალის“ წევრები კი ვარჯიშს უკვე შეუდგნენ.

„სამეფო გუნდმა“ ვარჯიში ვალდებებასის ბაზაზე განაახლა - კლუბი ევროპის სუპერთასის ფინალისათვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც მისი მოწინააღმდეგე „ატლეტიკო“ იქნება.

შაბათს, მოედანზე გამოსულმა ფეხბურთელებმა ხულენ ლოპეტეგის დაქვემდებარების ქვეშ ძალები აღიდგინეს - მთავარი ფოკუსი სწორედ ეს გახლდათ.

მარსელომ და კაზემირომ საერთო ჯგუფში ივარჯიშეს. ხესუს ვალეხო ვარჯიშზე არ გამოჩენილა, იგი ტრავმის მიღების შემდგომ რეაბილიტაციას განაგრძობს.

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა რამდენიმე სხვადასხვა სახის ვარჯიში შეასრულეს - ისინი ძირითადად ბურთის ფლობაზე იყვნენ ორიენტირებული, რის შემდგომაც საინტერესო მატჩი პატარა მოედანზე გამართეს. ვარჯიშის მიწურულს, გუნდის წევრებმა №2 მოედანზე გარბენი შეასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერთასის ფინალი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.




დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება