Food Tips and Chef's Answers


რატომ დატოვა კურტუამ "ჩელსი"? - მეკარის აგენტი განცხადებას ავრცელებს

image


ტიბო კურტუას პირადი წარმომადგენელი კრისტოფ ჰენროტაი თვლის, რომ თავის კლიენტს „ჩელსის“ გულშემატკივრებმა არასწორად გაუგეს.

“გაუგებრობას აქვს ადგილი - ხალხი ტიბოს წასვლის არასწორ მიზეზებს ასახელებს. კურტუას ოჯახს ლონდონში რომ ეცხოვრა, თავად იგიც დარჩებოდა, ვინაიდან და რადგანაც ტიბო არ წავიდოდა „ჩელსიდან“ - კლუბიდან, რომელთან ერთადაც მას ტიტულების მოგება შეეძლო. სამწუხაროდ, მისი შვილები დედასთან ერთად მადრიდში ცხოვრობენ.“

„აღნიშნული გარემოება პირადი ხასიათისაა, ამიტომ მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. „ჩელსი“ ტიბო კურტუას მდგომარეობაში შევიდა და გარიგების წარმატებით დასრულებაში ხელიც შეუწყო.“

„მათ სწრაფად და ზუსტად იმუშავეს, გამოავლინეს ყურადღება და ადამიანური გრძნობების მიმართ პატივისცემა. საკუთარი გულშემატკივრების წინააღმდეგ არავინ გამოსულა.“ - ციტირებს ჰენროტაის სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიში“ ყოფნის ბოლო დღეებში, კურტუამ პროტესტი გამოთქვა და „ლურჯებთან“ ვარჯიშზე უარი განაცხადა, თუ მას „რეალში“ არ გაუშვებდნენ.




დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა