მადრიდის "რეალი" - "ლა ლიგის" ყველაზე ეფექტური და შედეგიანი გუნდი

image


2018/19 წლის სეზონში, მადრიდის „რეალი“ კარში დარტყმების სიზუსტისა და შედეგიანობის სინონიმად იქცა.

„ლა ლიგის“ პირველი სამი ტურის დასრულების შემდგომ, შეტევის ეფექტურობის თვალსაზრისით, „თეთრები“ ყველაზე პროდუქტიულ გუნდად იქცნენ.

„ლოს ბლანკოსმა“ კარში 19-ჯერ დაარტყა, საიდანაც, მეტოქის კარში 10 გოლის გატანა შეძლო. ეს ნიშნავს იმას, რომ „ლოს გალაქტიკოსის“ დარტყმების გოლად ქცევის პროცენტული მაჩვენებელი ნახევარზე მეტი, უფრო ზუსტად კი 52.63%-ია.

რამდენჯერაც მადრიდის „რეალი“ უტევს, გოლის გატანის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ფეხბურთელთა მიერ მეტოქის კარში გაგზავნილი ბურთების ნახევარი გოლის გატანის აღნიშვნით სრულდება.

მიმდინარე სეზონში, „ლა ლიგის“ ვერცერთი კლუბი ვერ დაიკვეხნის მსგავსი მაჩვენებლით. „რეალის“ სტატისტიკასთან ყველაზე ახლოს „ჰუესკა“ და „ატლეტიკი“ არიან, რომლებიც შესაბამისად, 46.15% და 44.44% სიზუსტის მაჩვენებელს ფლობენ.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში, ლოპეტეგის გუნდი თამაშის დინამიკის კონტროლისა და ბურთის ფლობის მხრივაც ლიდერია. მიუხედავად ამისა, სწორედ შედეგიანი დარტყმები გახდა იმ წარმატების უმთავრესი მიზეზი, რომ თავის აქტივში, „რეალმა“ 9 ქულის მოგროვება ძალიან სწრაფად შეძლო.

თუკი მადრიდის "რეალის" გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროოსი პასების მეფეა და წელსაც შესანიშნავ და უზუსტეს გადაცემებს აკეთებს, ბეილი და ბენზემა ასევე გამორჩეულად თამაშობენ მეტოქის კარში გოლების გატანის თვალსაზრისით - ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო დუეტს, საერთო ჯამში, უკვე 7 გოლი აქვს მეტოქე კლუბების წინააღმდეგ გატანილი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა