სასიამოვნო სიახლე "ბარსელონასთან" დაპირისპირებამდე

image


როგორც იცით, ესპანეთის საფეხბურთო თასის 1/2 ფინალის საპასუხო შეხვედრაში, მადრიდის "რეალის" ფრანგმა მცველმა რაფაელ ვარანმა ფეხი დაიზიანა. მისი მუხლი ფაქტობრივად დაფლეთილი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მან "ელ კლასიკო" მაინც ჩაამთავრა, არსებობდა სერიოზული ეჭვი იმისა, რომ ვარანი მომდევნო მატჩებში "რეალს" ვეღარ დაეხმარებოდა.

თუმცაღა, სასიამოვნო სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ "ლა ლიგის" 26-ე ტურის მატჩში "ბარსელონას" წინააღმდეგ, ვარანი ნამდვილად შეძლებს თამაშს. დღეს ფრანგმა "რეალის" ძირითად ჯგუფთან ერთად ივარჯიშა, ფეხი კი გადაბინტული ჰქონდა.

ეს სანტიაგო სოლარისთვის კარგი ამბავია, რადგანაც "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩს ცენტრალური მცველი ნაჩო გამოტოვებს. ამ უკანასკნელს ბარათების დაგროვების გამო დისკვალიფიკაცია აქვს მიღებული.

შეგახსენებთ, რომ "ლა ლიგის" სატურნირო ცხრილში მადრიდის "რეალი" მე-3, "ბარსელონა" კი პირველ ადგილს იკავებს. გრანდებს შორის 9 ქულიანი სხვაობაა.

მატჩი "რეალი" - "ბარსელონა" კვლავ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება და 2 მარტს, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.


loading...


დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა