Food Tips and Chef's Answers


ცნობილია, თუ ვინ დაიცავს მადრიდის "რეალის" კარს "ატლეტიკის" წინააღმდეგ მატჩში

image


"ლოს ბლანკოსის" ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგმა, "სამეფო გუნდის" გოლკიპერებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღო.

შაბათს, „ლა ლიგის“ მეოთხე ტურის ფარგლებში, ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში, მადრიდის „რეალის“ კარს ტიბო კურტუა დაიცავს.

ბელგიელი მეკარე და კეილორ ნავასი საწყისი გოლკიპერის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვიან. ამჯერად, ტიბო კურტუა იქნება ის მეკარე, ვინც მადრიდის „რეალის“ კარს ზედიზედ მეორე მატჩში დაიცავს.

1 სექტემბერს, „ლეგანესის“ წინააღმდეგ მატჩში, მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში, ტიბო კურტუას ოფიციალური დებიუტი შედგა. 26 წლის გოლკიპერმა პენალტი ვერ აიღო, თუმცა აღნიშნულ მომენტში, მართლაც უძლური იყო და მისი გამტყუვნება მართებული არ იქნება. მან მატჩის სხვა დანარჩენ სიტუაციებში კარგად იმოქმედა.

„ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ დებიუტის დროს ძალიან ვღელავდი.“ - განაცხადა კურტუამ მატჩის შემდგომ.

საერთაშორისო შესვენების გამო, კურტუას მადრიდის დატოვება და ბელგიის ეროვნულ ნაკრებში თამაში მოუწია. რაც შეეხება ნავასს, იგი კოსტა რიკის ეროვნულ ნაკრებში არ გამოუძახიათ, რის გამოც, „რეალთან“ ერთად განაგრძობდა ვარჯიშს და ცდილობდა დაერწმუნებინა ლოპეტეგი, რომ ამ უკანასკნელს სწორედ მასზე უნდა შეეჩერებინა არჩევანი.

უკანასკნელი 8 დღის განმავლობაში, ნავასი „ვალდებებასის“ ბაზაზე შეუპოვრად ვარჯიშობდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ფაქტს ესპანელი მთავარი მწვრთნელის შეხედულებასა და პოზიციაზე გავლენა არ მოუხდენია.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, „რომას“ წინააღმდეგ მატჩი უდიდესი მნიშვნელობის იქნება. მეკარე, რომელიც დაიცავს მადრიდის „რეალის“ კარს იტალიელების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში, სწორედ იგი იქნება მადრიდის „რეალის“ საწყისი შემადგენლობის გოლკიპერი.

წყარო: ყოველდღიური ესპანური სპორტული გამოცემა "Marca".






დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა