"ატლეტიკოს" წინააღმდეგ მადრიდის "რეალს" ორი ფეხბურთელი დააკლდება

image


ოთხშაბათს ღამით, "კამპ ნოუზე" გამართულ "ელ კლასიკოში", მარკოს ლორენტემ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

როგორც ირკვევა, ლორენტეს დაახლოებით 3 კვირის გამოტოვება მოუწევს. სწორედ ამ დაზიანების გამო, ნახევარმცველმა მადრიდის "რეალის" დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ვარჯიშს არც მესამე გოლკიპერი ლუკა ზიდანი არ ესწრებოდა. განაცხადში კვლავ 18 წლის დიეგო ალტუბე მოხვდება, რომელმაც ჩვეუელბრივ ივარჯიშა.

ისედაც მცირე შანსი იყო, რომ ისკო შაბათის მადრიდულ დერბიში გვენახა, ახლა კი ყოველგვარი ეჭვი გაიფანტა. ისკო "ესტადიო ვანდა მეტროპოლიტანოზე" ვერ გამოვა, რადგანაც დღევანდელ ვარჯიშზე ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო.

თავის მხრივ, იმასაც კარგად ვხედავთ, რომ მადრიდის "რეალის" სათავეში მოსვლიდან მოყოლებული, სოლარი ისკოს არ ენდობა. "მალაგას" ყოფილი ფეხბურთელი "კამპ ნოუზე" არც კი გახურებულა. ისკოსა და სოლარის ურთიერთობა კვლავ მედიაგამოცემების ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგანაც ფეხბურთელმა "ტვიტერზე" საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა. იგი კლუბთან ერთად რჩება, მაგრამ აღიარებს, რომ "როდესაც თავის თანაგუნდელებთან შედარებით მას ნაკლებ შესაძლებლობები ეძლევა, საერთო მონახაზი და სურათი მნიშვნელოვნად იცვლება."

"სამეფო კლუბის" პირველი გუნდის სხვა ფეხბურთელებმა სრული დატვირთვით, ჩვეულებისამებრ ივარჯიშეს. "ლოს ბლანკოსი" "ატლეტიკოსთან" თავისი გამორჩეული ფორმის დემონსტრირებას კიდევ ერთხელ შეეცდება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა