რა თანხა დახარჯეს ესპანურმა კლუბებმა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში?

image


ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ჟურნალისტები წლევანდელი კამპანიის შედეგებს აჯამებენ.

როგორც ესპანური გამოცემა "AS" გვატყობინებს, 2019 წლის იანვრის თვეში, ესპანურმა კლუბებმა სატრანსფერო ბაზარზე საერთო ჯამში 82,3 მილიონი ევრო დახარჯეს.

ყველაზე ძვირადღირებულ ტრანზაქციებად მადრიდის "რეალისა" და "ბეტისის" შენაძენები - ბრაჰიმ დიასი და დიეგო ლაინესი იქცნენ. ორივე ფეხბურთელის ღირებულება 15 მილიონი ევრო გახლდათ.

რაღა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი გასული წლის ზამთრის სტატისტიკას ვერ უტოლდება, რადგანაც შარშან, მარტო "ბარსელონამ" გადაიხადა კოუტინიოში 160 მილიონი ევრო. აღსანიშნავია, რომ 82,3 მილიონი ევრო, რომელიც ამა წლის იანვარში დაიხარჯა, ესპანური ფეხბურთის ისტორიაში მეორე ყველაზე მასშტაბური მაჩვენებელია.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზამთარში ესპანური კლუბების შემოსავალმა 44,5 მილიონი ევრო შეადგინა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა