კარგი ამბები მადრიდის "რეალის" ბანაკში - ვინ ითამაშებს "ჟირონას" წინააღმდეგ ?

image


ახალი წლის დადგომასთან ერთად, მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს დიდი იმედები გვქონდა, რომ გუნდი უკეთ ათამაშდებოდა და ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემებიც იკლებდა, მაგრამ "სამეფო კლუბის" ბანაკში სირთულეები არ შემწყდარა - ტრავმა არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო და ვერც თამაშის დონეა ისეთი, როგორსაც ველით, თუ არ ჩავთვლით "ლა ლიგის" უკანასკნელ დაპირისპირებას "სევილიას" წინააღმდეგ.

უპირველესად სანტიაგო სოლარისათვის, შემდგომ კი ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის, სასიამოვნო ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ მადრიდის "რეალის" ვარჯიშზე სრული დატვირთვით უკვე ვარჯიშობენ ტონი კროოსი, მარკოს ლორენტე და მარიანო დიასი.

მისასალმებელია, რომ ამ ფეხბურთელებმა კონტაქტურ ვარჯიშებშიც მიიღეს მონაწილეობა და მინი-მატჩებშიც ჩაატარეს. მაღალი ალბათობით, ისინი ხუთშაბათს, ესპანეთის საფეხბურთო თასის ფარგლებში, "ჟირონას" წინააღმდეგ მატჩშიც შეძლებენ ასპარეზობას.

ამას გარდა, "ლოს ბლანკოსის" ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ "კასტილიას" ფეხბურთელები კრისტო და ხავი სანჩესი.

სამწუხაროდ, კეილორ ნავასი და ხესუს ვალეხო კვლავ ტრავმირებულთა სიაში რჩებიან და აქტიური რეაბილიტაციის პროცესს საერთო ჯგუფიდან განცალკევებულად განაგრძობენ.

რაც შეეხება გარეტ ბეილსა და მარკო ასენსიოს, მათი "ჟირონასთან" თამაში გამორიცხულია, თუმცა მათაც ინდივიდუალურად ივარჯიშეს. სესიის მიმდინარეობისას, ბეილმა და ასენსიომ გარკვეული ვარჯიშები ბურთითაც შეასრულეს. ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ დუეტი თებერვლის დასაწყისისთვის უკვე შეძლებს მოედანზე გამოსვლასა და ასპარეზობას.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა