რა მოხდა მაშინ, როდესაც მსაჯმა მადრიდის "რეალის" სწრაფი კონტრშეტევა გააჩერა?

image


"სევილიასთან" მატჩის მიმდინარეობისას, შეხვედრის 87-ე წუთზე, მადრიდის "რეალის" სწრაფი კონტრიერიში მთავარმა არბიტრმა მოულოდნელად შეაჩერა, რამაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი გულშემატკივრების უდიდესი გულისწყრომა გამოიწვია.

როგორც ირკვევა, "სევილიას" მიერ ჩამოწოდებული კუთხურის დროს, ბურთი მოედნის ფარგლებს ჰაერშივე გაცდა, რის შემდგომაც, საჯარიმოში ჩაეშვა. აღნიშნულის გამო დაინიშნა დარტყმა კარიდან.

მოთამაშეებმა ეს გარემოება ვერ შენიშნეს, ვინისიუსმა სწრაფი გარღვევა წამოიწყო და ბენზემას მწვავე გადაცემა გაუკეთა, ეს უკანასკნელი კი გოლკიპერთან პირისპირ დარჩა, მაგრამ თამაშის შეჩერების გადაწყვეტილება მსაჯმა სწორედ ამ დროს მიიღო.

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ანტონიო მიგელ მატეუ ლაჰოსმა სერხიო რამოსსა და ბენზემას მომხდარი აუხსნა, თუმცა მათი გაღიზიანება 1:0 მერყევი ანგარიშის ფონზე ნათელი შესამჩნევი იყო.

მადრიდის "რეალისდა" საბედნიეროდ, ლუკა მოდრიჩმა მეორე გოლი მალევე გაიტანა და "ლოს ბლანკოსმა" 3 ქულა გაინაღდა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა