2 მადრიდისტა დაბრუნდა - ვინ დააკლდება "რეალს" და ვინ ითამაშებს "სევილიას" წინააღმდეგ?

image


"ლა ლიგის" მე-20 ტურის ფარგლებში, მადრიდის "რეალი" "სევილიას" შაბათს, 19 იანვარს უმასპინძლებს.

დღეს, "ლოს ბლანკოსის" ფეხბურთელებმა ბოლო ვარჯიში გამართეს და აღსანიშნავია, რომ ტიბო კურტუამ უკვე ძირითად გუნდთან ერთად შეძლო ვარჯიში.

კლუბს კურტუას ბოლომდე გამოჯანმრთელება ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია, მაგრამ წესით, უქმეებზე იგი საწყის შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ.

კურტუა არ იქნება ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც "სევილიას" წინააღმდეგ ვნახავთ. "სანტიაგო ბერნაბეუზე" ასპარეზობას კარიმ ბენზემაც შეძლებს.

ახლა, სანტიაგო სოლარის წინაშე დგას საკითხი, ათამაშობს რეაბილიტაციის პროცესში მყოფი კურტუა თუ კვლავ კეილორ ნავასზე შეაჩეროს არჩევანი, რომელიც კურტუას არყოფნის პერიოდში, მართლაც დამაჯერებლად იცავს "თეთრების" კარს.

დღევანდელ ვარჯიშს ტონი კროოსი, მარიანო დიასი და მარკოს ლორენტეც ესწრებოდნენ. ისინი განცალკევებით, ბურთით ასრულებდნენ კონკრეტულ ვარჯიშებს, მაგრამ სოლარის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ძირითად გუნდთან ერთად არ ყოფილან. ისინი ასპარეზობას მალე უნდა დაუბრუნდნენ, მაგრამ არა "სევილიას" წინააღმდეგ მატჩში.

საგულისხმოა, რომ მინდორზე გარეტ ბეილი და მარკო ასენსიო საერთოდ არ გამოჩენილან.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის დაპირისპირება, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, საქართველოს დროით 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა