კურტუა ოთხი სხვადასხვა მეკარის წინააღმდეგ: ვინ გახდება "რეალის" ძირითადი გოლკიპერი?

image


"ჩელსიდან" მადრიდის "რეალში" შესანიშნავი ტრანსფერის სრულყოფაში მოყვანის შემდგომ, ტიბო კურტუამ ოთხ სხვა გოლკიპერთან ერთად ივარჯიშა. თანაც, სანტიაგუ ბერნაბეუზე ოფიციალური პრესკონფერენციის გამართვის სულ რამდენიმე საათის შემდგომ!

ბელგიელი გოლკიპერი სწორედ იმისათვის ვარჯიშობს, რომ "თეთრების" საწყის შემადგენლობაში დაიმკვიდროს ადგილი. მას ოპონირებას კეილორ ნავასი, კიკო კასილია, ლუკა ზიდანი და ანდრეი ლუნინი უწევენ. რა თმა უნდა, კეილორ ნავასი ტიბო კურტუას უმთავრეს კონკურენტად მოიაზრება.

თავის დროზე, კოსტა რიკელმა მეკარემ არანაკლებ თავდაუზოგავად იშრომა, რათა საწყის თერთმეტეულში მოხვედრილიყო და მსგავსი ვითარება მისთვის უცხო ნამდვილად არ არის.

კეილორ ნავასის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეტოქე იკერ კასილასი იყო, რომელმაც საბოლოო ჯამში, 2015 წელს დატოვა "სამეფო" კლუბი და "პორტუს" მიაშურა.

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, მადრიდის "რეალის" კარს სწორედ კოსტა რიკელი იცავს, რამაც შედეგი ნამდვილად გამოიღო.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნავასის გოლკიპერად ყოფნით, მადრიდის "რეალი" ჯერ-ჯერობით უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას არ გამოთიშულა. როგორც მოგეხსენებათ, "სამეფო" გუნდმა ზედიზედ მესამედ შეძლო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება - ეს მიღწევა კი ნამდვილ მისტიკად აღიქმება.

2018-2019 წლების სეზონში, უკვე კურტუა უქმნის ნავასის პოზიციას საფრთხეს.

მსგავსი სიტუაცია სიახლეს არც ბელგიელისათვის წარმოადგენს. იგი კონკურენციას უდავოდ ნიჭიერ გოლკიპერს - პეტერ ჩეხსაც უწევდა.

კურტუა საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ფრიად თავდაჯერებულია. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, იგი ტურნირის საუკეთესო გოლკიპერად დასახელდა. კურტუამ ბელგიას მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილის დამკვიდრებაში შეუწყო ხელი, რაც ეროვნული ნაკრების საუკეთესო შედეგს წარმოადგენს.

დასახელებული ხუთი გოლკიპერიდან, მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელ ლოპოტეგს ჯერაც არ გადაუწყვეტია, თუ ვის ათამაშებს უეფას სუპერ თასზე მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება 15 აგვისტოს გაიმართება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა