დატოვებს თუ არა მოდრიჩი "რეალს"? - იტალიური გრანდი ხორვატის გადაბირებას ცდილობს

image


მადრიდში ლუკა მოდრიჩის ირგლივ არსებული სიტუაციის გასაჯაროვებასა და გაზვიადებას ერიდებიან. სავარაუდოდ, დღეს ფლორენტინო პერესი ხორვატთან პირად მოლაპარაკებებს გამართავს, რათა აღნიშნული საკითხი მოაგვაროს. მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს მოდრიჩთან დაკავშირებით არანაირი შემოთავაზების მოსმენა არ სურს, რაშიც ხორვატის გამოსასყიდ თანხას იშველიებს - 750 მილიონი ევროს.

თავის მხრივ, ლუკა მოდრიჩს "ინტერისგან" მიღებული შემოთავაზება ხიბლავს: იტალიური გრანდი მას წელიწადში 10 მილიონი ევროს ანაზღაურებას პირდება და კონტრაქტს, რომელიც 4 სეზონის განმავლობაში იფუნქციონირებს. ამას გარდა, მოდრიჩს ორი სეზონის ჩინურ კლუბ "ცზიანსუში" გატარებას სთავაზობს იმავე პირობებით. ამ გზით მოდრიჩს 6 წელიწადში 60 მილიონი ევროს გამომუშავება შეეძლება. სწორედ ეს შესთავაზა "ინტერმა" მოდრიჩს, თუმცა რა თქმა უნდა, იტალიური კლუბის არცერთი წარმომადგენელი არ შესულა მოდრიჩთან პირად კონტაქტში. ძნელი წარმოსადგენია, რომ იტალიელებმა ხორვატის გამოსასყიდი თანხის გადახდა შეძლონ. ერთადერთი ვარიანტი, რაც იტალიელებს რჩებათ, არის მოდრიჩის იჯარის წესებით შემოერთება გამოსყიდვის აუცილებელი უფლებით, თუმცა მადრიდის "რეალი" ამგვარ გარიგებაზე არ წავა, რადგან ეს "სამეფო" გუნდისათვის ფრიად არამომგებიანი სქემა ჩანს.

"ინტერის" მხრიდან მოდრიჩის მიმართ გამოვლენილი ინტერესი კიდევ ერთი ხორვატი ფეხბურთელის - ვრსალკოს მოპოვებას მოჰყვა. ორივე ფეხბურთელს ერთი და იგივე აგენტი წარმოადგენს. მოლაპარაკებების წარმოების დროს, სწორედ ვრსალკოს მხარემ გამოთქვა მოდრიჩის ტრანსფერის იდეა - ამ პერიოდშივე გაჟღერდა 2018 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის მიმართ იტალიელების შეთავაზება.

ამ მომენტისათვის ის არის ცნობილი, რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე, ლუკა მოდრიჩს პირველ რიგში მადრიდის "რეალის" წინადადების მოსმენა სურს. "სამეფო" გუნდსა და მოდრიჩს შორის მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდეა ძალაში. ხორვატი 6,5 მილიონ ევროს იღებს, რაც გაცილებით უფრო მცირე მაჩვენებელია, ვიდრე "ინტერის" მხრიდან გაჟღერებული რიცხვი. უეჭველია, რომ იმ შემთხვევაში, თუ "თეთრები" დათმობაზე წავლენ და მოდრიჩს გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებენ, ხორვატი "სამეფო" კლუბის შემადგენლობაში განაგრძობს ასპარეზობას. უახლოეს დღეებში ყველაფერი უნდა გადაწყდეს, რაც ორივე კლუბის ინტერესში შედის.

ამასობაში, გუშინ, მოდრიჩი თავის პარტნიორებთან ერთად "ვალდებებასზე" ვარჯიშობდა და ოდნავ მოგვიანებით თავისი "ინსტაგრამის" გვერდზე ფოტო ატვირთა, რომელსაც შემდეგი წარწერა გაუკეთა: "ვუბრუნდებით მუშაობას". აღსანიშნავია ისიც, რომ მადრიდის "რეალის" სოციალური ქსელების გვერდების ვიზუალურ მხარეს ხორვატი არ ამშვენებს - "ფეისბუქის" და "ტვიტერის" განახლებულ გარეკანის ფოტოებზე გამოსახულნი არიან გარეტ ბეილი, კარიმ ბენზემა, სერხიო რამოსი, მარსელო და ტონი კროოსი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა