მადრიდის "რეალი" - "სოსიედადი" : მატჩის დრო, კოეფიციენტები და საყურებელი ლინკი

image


კვირას, 6 იანვარს, "ლა ლიგის" მე-18 ტურის ფარგლებში, მადრიდის "რეალი" "რეალ სოსიედადს" უმასპინძლებს.

ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრა, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

დღეისათვის, მადრიდის "რეალი" "ლა ლიგის" სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზე იმყოფება, "სოსიედადი" კი მე-15 ადგილზეა.

საგულისხმოა, რომ ბოლოს "სოსიედადმა" "ლოს ბლანკოსი" 2014 წლის 31 აგვისტოს დაამარცხა, რის შემდგომაც, "ლოს გალაქტიკოსმა" ზედიზედ 7 მატჩის მოგება მოახერხა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, "რეალ სოსიედადს" ბოლო 3 შეხვედრა წაგებული აქვს - იგი "ალავესთან", "ხეტაფესთან" და "ვალიადოლიდთან" დამარცხდა.

რაც შეეხება მადრიდის "რეალს", ორიოდე დღის წინ, მან "ლა ლიგის" ეგიდით "ვილიარეალთან" ფრე ითამაშა, იქამდე კი 3 შეხვედრა ჰქონდა მოგებული. სოლარის ფეხბურთელები ბოლოს 2018 წლის 12 დეკემბერს, "ცსკას" წინააღმდეგ გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩში დამარცხდნენ.

გასაკვირი არაა, რომ ბუკმეიკერთა ფავორიტი სწორედ მადრიდის "რეალია" - "თეთრებს" საშუალოდ 1.45 კოეფიციენტი ხვდათ წილად, ფრეს 4.80 კოეფიციენტი მიენიჭა, "სოსიედადის" მოგებას კი - 6.50.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მატჩის ტრანსლირებას "სილქ უნივერსალიც" წარმოგვიდგენს და შეხვედრის ყურება ჩვენს ვებგვერდზე შემდეგი ბმულის მეშვეობით შეგიძლიათ:

სილქ უნივერსალი - "რეალი" - "სოსიედადი"


კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება 21:30 საათზე დაიწყება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა