ლოპოტეგის ახალი სამიზნე - "რეალი" "ბაიერნის" ფეხბურთელის ყიდვას გეგმავს

image


მას შემდგომ, რაც მატეო კოვაჩიჩმა იჯარის პირობებით "ჩელსის" მიაშურა, მადრიდის "რეალს" არ დაუყოვნებია მისი შემცვლელი ფეხბურთელის ძიება. როგორც ჩანს, ესპანური გრანდი ტიაგო ალკანტარას შემოერთებას გეგმავს. ჟულიენ ლოპოტეგი ტიაგოზე მაღალი წარმოდგენისაა - მთავარი მწვრთნელი მას ესპანეთის ეროვნული ნაკრების საწყის შემადგენლობაში ათამაშებდა.

როგორც ესპანური გამოცემა "Onda Cero" იტყობინება, მადრიდის "რეალმა" თავად ფეხბურთელთან უკვე მიაღწია პირად შეთანხმებას. შედეგად, მხოლოდ ისღა რჩება, რომ "სამეფო" კლუბმა მიუნხენის "ბაიერნთან" მიაღწიოს კონსენსუსს. ამჟამინდელი ვითარება მკვეთრად განსხვავდება იმ სიტუაციისგან, როდესაც "რეალი" ხამესით ან ლევანდოვსკით იყო დაინტერესებული. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ გერმანელთა ახალი მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი არ მოიაზრებს ტიაგოს ისეთ ფეხბურთელად, რომლის გაყიდვაც არანაირი თანხის სანაცვლოდ არ შეიძლება.

რაც შეეხება თავად ტიაგო ალკანტარას, 27 წლის ფეხბურთელმა თავისი კარიერის ადრეული წლები "ბარსელონას" ახალგაზრდულ აკადემიაში გაატარა, ახლა კი მიუნხენის "ბაიერნში" მისი მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდეა გათვალისწინებული. გერმანულ გრანდში 5 სეზონის გატარების შემდგომ, რომლის დროსაც იგი კლუბის პირველ არჩევანს წარმოადგენდა, დიდი შანსია ტიაგო ახალ გამოწვევებს შეეჭიდოს და ჟულიენ ლოპოტეგის დაქვემდებარების ქვეშ ასპარეზობაზე თანახმა იყოს - მათ ხომ თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვთ.

ტიაგოს უდიდესი გამოცდილება გააჩნია და უმაღლეს დონეზე არაერთხელ უასპარეზია. მის მიერ მოედნის ხედვა, ბურთის ფლობა და გადაადგილება იმდენად ეფექტურია, რომ ლოპოტეგის მადრიდს მხოლოდ კარგს თუ შემატებს. ალკანტარას ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, იგი მრავალფეროვანი ფეხბურთელია - შეუძლია იასპარეზოს როგორც ცენტრფორვარდის უკან, ასევე მოირგოს ნახევარმცველის როლი. სავარაუდოდ, მიუნხენის "ბაიერნი" ალკანტარას სანაცვლოდ მიახლოებით 50 მილიონ ევროს მოითხოვს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა