ფეხბურთელთა გაერთიანებასა და "ლა ლიგას" შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა » "რეალის" ფან-კლუბი


ფეხბურთელთა გაერთიანებასა და "ლა ლიგას" შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა

image


მას შემდგომ, რაც „ლა ლიგამ“ განაცხადა, რომ ლიგის ოფიციალური მატჩები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდება, ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციის თავჯდომარე დავიდ აგანზო მედიის წინაშე წარსდგა.

აგანზომ ჟურნალისტებთან მას შემდგომ ისაუბრა, რაც „ლა ლიგის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ესპანეთის ჩემპიონატში მოასპარეზე რამდენიმე კლუბის კაპიტანმა ყრილობაზე გააპროტესტა.

„ცალმხრივ მიღებულ გადაწყვეტილებებს ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავუჭერთ მხარს.“ - რამდენჯერმე გაიმეორა დავიდ აგანზომ ეს წინადადება.

„ „ლა ლიგის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ესპანეთის ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს პირადად ეხებათ, ამიტომ ჩვენთვის ყოვლად გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ჩვენი თანამონაწილეობის გარეშე, ეს ფეხბურთელთა მიმართ ორგანიზაციის მხრიდან პატივისცემის ნაკლებობას ცხადჰყოფს.“

ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ისიც თქვა, რომ გუნდების კაპიტნები ერთსულოვან გადაწყვეტილებაზე ჯერდებიან, რის შემდგომაც ჟურნალისტებმა აგანზოს შესაძლო საპასუხო ქმედების კითხვით მიმართეს.

„შევეცდებით, რომ უკიდურესი ზომები არ მივიღოთ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ და რაც დაგვჭირდება, აუცილებლად განვახორციელებთ.“ - განაცხადა აგანზომ.

“საუდის არაბეთიდან ფეხბურთელთა შემოდინება, განსხვავებული საექსპორტო ზომები და მიდგომა, ორშაბათს თამაში... ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ არაბუნებრივ გარემოებებს ვეჩვევით... ვინ ფიქრობს გულშემატკივრებზე? დრო მოვიდა ვთქვათ, რომ „კმარა!“ “ - დასძინა მან.

სექტემბერში, ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაცია „ლა ლიგის“ წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას, რათა არსებული სიტუაცია განიხილოს.

„მინდა, რომ ხავიერ ტებასს მკაცრი საყვედური გამოვუცხადო და განვუმარტო, რომ ფეხბურთი მხოლოდ ფულისა და ბიზნესის ირგვლივ არ ტრიალებს. ვიმედოვნებ, რომ ის ამ ყველაფერს გააცნობიერებს.“

აგანზომ ისიც აღნიშნა, რომ შექმნილი კომპლექსური ვითარება ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნული სპორტის საბჭოსთან ჯერ-ჯერობით არ განუხილავს, მაგრამ სულ მალე აპირებს.
წყარო: ყოველდღიური ესპანური სპორტული გამოცემა “Marca”.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა