დანი კარვახალმა განმარტა თუ რატომ მიიღო მან კაპიტნის სამკლაური ისკოს ნაცვლად

image


ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოსკოვის „ცსკას“ წინააღმდეგ (0:3), მარსელო დანი კარვახალმა შეცვალა.

ბრაზილიელმა მცველმა სცადა, რომ კაპიტნის სამკლაური ისკოსთვის გადაეცა, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. მომხდარის თაობაზე დანი კარვახალმა ისაუბრა.

თავის მხრივ, მარსელომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისკომ კაპიტნის სამკლაურის მიღება არ ისურვა. ეს გასაკვირი იყო განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ იგი მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს შორის „რეალის“ ყველაზე გამოცდილ მოთამაშედ ითვლებოდა და მათთან შედარებით „სამეფო კლუბის“ რიგებში ყველაზე დიდი ხანია, რაც ასპარეზობს.

„ისკომ მომიწოდა, რომ სამკლაური კარვახალისთვის გადამეცა. არ ვიცი ეს რატომ მითხრა და რა მოტივი ამოძრავებდა.“ - განაცხადა მარსელომ, რომელსაც სერხიო რამოსის არყოფნაში „სამეფო კლუბის“ წინამძღოლობა დაევალა.

ისკომ სამკლაურის კარვახალისთვის გადაცემაზე თანხმობა განაცხადა და ამ გარემოებას თავად დანიც გამოეხმაურა.

მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ TV-სთან საუბრისას, კარვახალმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ჩემპიონთა ლიგის მატჩში კაპიტნის სამკლაურის ტარება ჩემთვის მართლაც რომ საამაყოა. ეს ნამდვილად დიდი პატივია. მინდა, რომ ამისთვის ისკოს მადლობა გადავუხადო.“

„ყველა წესის მიხედვით, კაპიტნის სამკლაური მას უნდა გაეკეთებინა - იგი მადრიდის „რეალს“ ჩემზე რამდენიმე დღით ადრე შეუერთდა.“

„საქმე იმაშია, რომ გასულ კვირას, „მელილიას“ წინააღმდეგ მატჩში, ისკომ მადრიდის „რეალს“ უკაპიტნა. მოგვიანებით, ისკომ მითხრა, რომ თუკი მომდევნო ჯერზე სათანადო და ხელსაყრელი სიტუაცია შეიქმნებოდა, იგი კაპიტნის სამკლაურის ტარების ნებას დამრთავდა.“

„ამ ჟესტისთვის მას დიდ მადლობას ვუხდი, ისკოს მხრიდან ეს პატივისცემის და ღირსეული საქციელის გამოხატულება იყო.“

ესპანურ სატელევიზიო არხ „La Sexta”-სთან საუბრისას, კარვახალმა მომხდარის შესახებ ორიოდე სიტყვა დასძინა: „სულ ეს იყო რაც მოხდა, მეტი არაფერი. ეს ყველაფერი არც მარსელომ არ იცოდა.“


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა