"მას უფრო ვჭირდები, ვიდრე მე იგი..." - რონალდუ მესის იტალიაში ეპატიჟება

image


გასულ ზაფხულს, კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის „რეალიდან“ „იუვენტუსში“ გადავიდა. ესპანეთის ჩემპიონატში, ლიონელ მესისთან ერთად საუკეთესო ბომბარდირის წოდების მოპოვებისათვის გამართული 9-წლიანი ბრძოლა დასრულდა.

კრიშტიანუს ჰკითხეს, განიცდის თუ არა იგი არგენტინელ ფეხბურთელთან მეტოქეობის დანაკლისს.

„იქნებ მესია ის, ვინც მე მაკლია?“

„მე ვითამაშე ინგლისში, ესპანეთში, იტალიასა და პორტუგალიაში, ასევე ვასპარეზობდი ეროვნული ნაკრების რიგებში. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, რომ მესის ესპანეთიდან ფეხი არსად მოუცვლია. იქნებ მესის უფრო ვჭირდები, ვიდრე პირიქით. ჩემთვის ცხოვრება გამოწვევაა და ეს მე მომწონს. მიყვარს, როდესაც ადამიანებს ვაბედნიერებ.“

„ვისურვებდი, რომ მესი იტალიაში გადმოსულიყო. იმედია მიიღებს გამოწვევას და მოიქცევა ისევე, როგორც მე გავაკეთე. მეორე მხრივ, თუკი ის ბედნიერია „ბარსელონაში“, მაშინ ამ გარემოებას პატივს ვცემ.“

„ლიონელ მესი ფანტასტიკური მოთამაშე და კარგი ადამიანია, მაგრამ იტალიაში თავს კარგად ვგრძნობ და არავინ მაკლია. ახალი ცხოვრება დავიწყე და ბედნიერი ვარ.“ - ნათქვამია პორტუგალიელის ინტერვიუში. (წყარო: "Marca", "Calciomercato", "Goal".)


შეგახსენებთ, რომ რონალდუს სატრანსფერო თანხამ 112 მილიონი ევრო შეადგინა.


აქვე იხილეთ სამადლობელი ვიდეო, თუ როგორ დაემშვიდობა მადრიდის "რეალი" კრიშტიანუ რონალდუს



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:





დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა