მოდრიჩის ლამაზი სიტყვები და ღირსეული შეფასება - რატომ გადაეცა "ოქროს ბურთი" სწორედ მას ?

image


როგორც იცით, ხორვატი ნახევარმცველი ახლახანს „ოქროს ბურთით" დაჯილდოვდა.

აი, რა კომენტარი გააკეთა მოდრიჩმა პრესტიჟული ჯილდოს მიღების შემდგომ:

„მთელი გულით მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში მედგნენ. მათ გარეშე ამ პრიზს ვერ მოვიგებდი. ყველას მადლობა, ვინც მადრიდის „რეალსა“ და ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობს, ჩემს ახლობლებს, მეუღლესა და შვილებს.“

„პატარა როდესაც ვიყავი, ჩემი ოცნება დიდ და წარმატებულ კლუბში თამაში იყო, მაგრამ „ოქროს ბურთის“ მოგება გრანდიოზულ და წარმოუდგენელ ამბად მიმაჩნდა."

„ეს დაუჯერებელია. დაუჯერებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ პრიზი რონალდუსა და მესის შემდგომ მოვიგე, არამედ იმიტომაც, რომ უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელების გარემოცვაში მოვხვდი. გამიმართლა, რომ „ოქროს ბურთი“ გადმომეცა, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც განსაკუთრებული გავაკეთე.“

„ჩემთვის დიდი პატივია ლეგენდებთან ერთად ყოფნა. „ოქროს ბურთი“ დიდებულმა ფეხბურთელებმა მოიგეს და ვცდილობ თავიდან ამოვიგდო ის აზრი, რომ მათ რიცხვში შევდივარ. ისინი მართლაც გამორჩეულები და შეუდარებლები არიან.“ - განაცხადა 33 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ გოლკიპერ ლევ იაშინის შემდგომ, ლუკა მოდრიჩი „ოქროს ბურთის“ ყველაზე არარეზულტატიური მფლობელი გახდა. 1963 წელს ლევ იაშინს არცერთი გოლი არ გაუტანია, წელს კი მოდრიჩმა მეტოქე გუნდის კარი მხოლოდ 3-ჯერ აიღო - ლუკამ 1 გოლი "დეპორტივოს" გაუტანა, 1 ნიგერიის ეროვნულ ნაკრებს, 1 კი არგენტინას.


აქვე გავიხსენოთ ლუკა მოდრიჩის საოცარი მომენტები





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა