კეილორ ნავასის სევდიანი კომენტარი შექმნილი ვითარების შესახებ: "სად ვიყავი და სადამდე დავეცი..."

image


მას შემდგომ, რაც მადრიდის „რეალის“ სადავეები სანტიაგო სოლარიმ იპყრა ხელთ, კეილორ ნავასის სახელი სულ უფრო და უფრო ნაკლებად გვესმის და მეკარეს ვეღარსად ვხედავთ.

უკვე ძალიან აშკარაა, რომ არგენტინელი სპეციალისტის პირველად არჩევანს სწორედ ტიბო კურტუა წარმოადგენს, რომელიც „ჩელსიდან“ „რეალში“ ზაფხულში გადმოვიდა. სატრანსფერო თანხამ 35 მილიონი ევრო შეადგინა.

სოლარის ხელმძღვანელობის ქვეშ, ბელგიელმა გოლკიპერმა „ლა ლიგისა“ და ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში ითამაშა, ნავასმა კი მხოლოდ "მელილიას" წინააღმდეგ, ესპანეთის თასის შეხვედრაში იასპარეზა.

ხუთშაბათს ღამით, კოსტა-რიკელმა გოლკიპერმა ესპანურ ტელევიზიასთან ისაუბრა. ინტერვიუში მან თავისი განცდები არ დამალა.

„სად ვიყავი და სად ვარ ახლა. სამი ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, ახლა კი საერთოდ აღარ ვთამაშობ.“ - სინანულით და გაკვირვებით განაცხადა ჩაფიქრებულმა ნავასმა ესპანურ პროგრამა “El Chiringuito”-სთან საუბრისას.

ხულენ ლოპეტეგის „რეალში“ ყოფნისას, ნავასი და კურტუა როტაციული სისტემის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენდნენ. კოსტა-რიკელი გოლკიპერი ჩემპიონთა ლიგის მატჩებში იღებდა მონაწილეობას, ბელგიელი კი მადრიდელთა კარს „ლა ლიგის“ ეგიდით გამართულ მატჩებში იცავდა. როგორც ჩანს, სოლარიმ აღნიშნული სისტემა არ მოიწონა და არგენტინელი სპეციალისტის პოლიტიკის გამო, კეილორ ნავასის მომავალი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბუნდოვანი შეიქნა.


აქვე შეგიძლიათ იხილოთ კეილორ "სუპერ" ნავასის საუკეთესო სეივები





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა