ტიბო კურტუამ მსოფლიოს 3 საუკეთესო გოლკიპერი დაასახელა

image


მადრიდის „რეალისა“ და ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარე ტიბო კურტუამ მსოფლიოს სამი საუკეთესო გოლკიპერი დაასახელა, მაგრამ სამეულში თავისი თავი.

სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში „რომას“ წინააღმდეგ მშრალი მატჩის ჩატარების შემდგომ, ტიბო კურტუას მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერების შესახებ მოსაზრების დაფიქსირება სთხოვეს. ბელგიელმა მეკარემ სიაში საკუთარი თავი არ შეიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში იგი „ფიფას“ საუკეთესო გოლკიპერად ცნეს.

„ტერ შტეგენი, ალისონი და ობლაკი. სამივე დიდებული გოლკიპერია, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი თუ რომელი შეიძლება ჩაითვალოს მათგან საუკეთესოდ. ერთ კონკრეტულ მეკარეს ვერ გამოვყოფდი. ეს დაცვის ხაზსა და მთელ გუნდზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, მეც დავამოწმე, რომ მაღალ დონეზე ასპარეზობა შემიძლია.“ - განაცხადა ტიბო კურტუამ.

რუსეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ, კურტუამ „ოქროს ხელთათმანიც“ მიიღო. 26 წლის ფეხბურთელმა ბელგიის ეროვნული ნაკრები მუნდიალის 1/2 ფინალში გაიყვანა.

ზაფხულში, კურტუა მადრიდის „რეალს“ შეუერთდა. აქედან მოყოლებული, პირველი ნომრის მაისურისთვის, მასსა და კოსტა-რიკელ გოლკიპერ კეილორ ნავასს შორის მუდმივი კონკურენცია შეინიშნება.

„სამეფო კლუბის“ ყოფილმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგმა შეიმუშავა როტაცია, რომლის მიხედვითაც, კურტუა „ლა ლიგის“ მატჩებში იღებდა მონაწილეობას, ნავასი კი "რეალის" კარს ჩემპიონთა ლიგაზე“ იცავდა. ოქტომბერში, მადრიდის „რეალის“ სათავეში მოსვლის შემდგომ, სანტიაგო სოლარიმ ბელგიელს სრული ნდობა გამოუცხადა და ორივე ტურნირზე მისცა ასპარეზობის საშუალება.


აქვე შეგიძლიათ იხილოთ ტიბო კურტუას საუკეთესო სეივები





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა