ედენ აზარის ახალი ინტერვიუ - რომელ კლუბში ტრანსფერზე თქვა უარი ბელგიელმა ვარსკვლავმა ?

image


კვირა არ გადის ისე, რომ ედენ აზარის სახელი მადრიდის „რეალთან“ არ დააკავშირონ. ამჯერადაც, ბელგიელი ვარსკვლავი პოტენციური ტრანსფერის თემას შეეხო.

27 წლის ფეხბურთელმა თავისი მომავლის შესახებ ღიად ისაუბრა.

„იანვარში ჩემს კონტრაქტში 1 წელი კიდევ იქნება დარჩენილი.“

„ახალ ხელშეკრულებას ხელი თუ არ მოვაწერე, დიდი ალბათობით სხვა კლუბში განვაგრძობ თამაშს.“

„ტრანსფერი თუ შედგა, სავარაუდოდ მომავალ ზაფხულს განხორციელდება, მაგრამ ისიც შეიძლება მოხდეს, რომ მთელი ჩემი კარიერა „ჩელსიში“ გავატარო.“

„იანვარში არ ვაპირებ „ჩელსის“ დატოვებას. ინგლისურ კლუბსა და ჩემს გულშემატკივრებს ასე ვერ მოვექცევი.“

„Canal +”-სთან საუბრისას, აზარმა განაცხადა, რომ მას „პარი სენ-ჟერმენიც“ შეეხმიანა.

„პ.ს.ჟ.“-სთან გარკვეული კონტაქტი მქონდა, მაგრამ მათ მიერ შემოთავაზებულმა წინადადებამ არ მომხიბლა, ამიტომაც უარი ვუთხარი.“

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ „ლიგა 1“-ში თუ დავბრუნდი, მხოლოდ "ლილეში" ვითამაშებ.“ - ნათქვამია აზარის ინტერვიუში, რომელიც ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ აზარი „ჩელსიში“ 2012 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს, საფეხბურთო სამყარო კი მის "სამეფო კლუბში" ტრანსფერს ელის.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა