Food Tips and Chef's Answers


ასენსიო: "ასე უნდა დაიწყო ლიგაში ასპარეზობა"

image


მადრიდის „რეალმა“ მიმდინარე სეზონის „ლა ლიგის“ კამპანია წარმატებით დაიწყო. „სამეფო კლუბმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2:0 ანგარიშით „ხეტაფე“ დაამარცხა.

„ლოს ბლანკოსის“ ფეხბურთელმა მარკო ასენსიომ განაცხადა, რომ დაფიქსირებული შედეგი სეზონის ჩინებულ დასაწყისს მოწმობს.

შეხვედრაში დანი კარვახალმა პირველი გოლი გაიტანა. ამ უკანასკნელმა 2014 წლის შემდგომ, პირველად შეძლო მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა. მოგვიანებით, გარეტ ბეილმაც შეძლო თავის გამოჩენა და თავის გუნდს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ „ხეტაფეს“ წინააღმდეგ სასურველი შედეგი დაგვეფიქსირებინა და გამარჯვება მოგვეპოვებინა.“ - განუცხადა ასენსიომ მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტებს.

„ფაქტობრივად, სრულყოფილი თამაში ვაჩვენეთ და ბევრი რამის დემონსტრირება შევძელით. აი, მხოლოდ ასე თუ ვისურვებდით ლიგის დაწყებას.“

უნდა აღინიშნოს, რომ (რაც არ უნდა გასაკვირი იყოს) კრიშტიანუ რონალდუს გარეშე, შემტევი ხაზის სამივე მოთამაშე ბევრად უფრო გახსნილი ჩანდა და ბუნებრივად გამოიყურებოდა.

„კრიშტიანუ რონალდუმ "რეალი" დატოვა. ეს უკვე წარსულია და მომხდარის ირგვლივ დისკუსია უნდა დასრულდეს.“ - გამოტყდა ასენსიო.

„მშვენიერი გუნდი გვყავს და თავდაუზოგავად ვშრომობთ.“

„უეფას“ სუპერთასის ფინალში, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ 2:4 მარცხის შემდგომ, მადრიდის „რეალის“ მიერ ახალი ტრანსფერების განხორციელების შესახებ ალაპარაკდნენ, მაგრამ ასენსიომ თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა.

„სუპერთასზე მოხდა ის, რაც მოხდა.“ - დასძინა 22 წლის ფეხბურთელმა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ გადაგვეშალა ახალი ფურცელი და სეზონი დიდი ენთუზიაზმით წამოგვეწყო.“

„ტრანსფერებს რაც შეეხება, ეს საქმე მე საერთოდ არ მეხება. აღნიშნულ საკითხს, კლუბის პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი წყვეტენ.“

„მე არავინ მეკითხება ტრანსფერების ამბავს და არც უფლება მაქვს სიტყვით გამოვიდე. ხმას არავის ვაძლევ. შესაბამისად, მადრიდის "რეალის" სატრანსფერო პოლიტიკა ცალკე მდგომი საკითხია და ჩემგან დამოუკიდებლად ხორციელდება.“ - ციტირებს მადრიდის „რეალის“ 22 წლის ესპანელი ფორვარდის სიტყვებს “Reali.Ge”.




დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება