კარლ-ჰაინც რუმენიგეს კომენტარი ხამეს როდრიგესის "რეალში" შესაძლო დაბრუნების შესახებ

image


მიუხედავად კლუბის წინაშე არსებული ალტერნატივისა, კარლ-ჰაინც რუმენიგე თვლის, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ ხამეს როდრიგესის ყიდვის არ დააჩქარებს.

როგორც მოგეხსენებათ, ხამეს როდრიგესი მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელია და მიუნხენის „ბაიერნში“ იჯარის წესებით ასპარეზობს. გერმანულ გრანდთან ფეხბურთელის 2-წლიანი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და ბუნდესლიგის ჩემპიონებს კოლუმბიელის ყიდვის უფლებაც გააჩნიათ.

რუმენიგეს თქმით, მიუნხენის „ბაიერნი“ მოვლენებს წინ არ გაუსწრებს და 27 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

„ფაქტია, რომ ხამეს როდრიგესთან გაფორმებული ხელშეკრულება 2019 წლის 15 ივნისამდეა ძალაში. ახლა ნოემბერია და შესაბამისად, რაიმე გადაწყვეტილების მიღებაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ძალიან ადრეა.“

“მივიჩნევ, რომ გასული სეზონი ხამესმა შესანიშნავად ჩაატარა. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ.“

„ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელიც მადრიდში ჩატარდა, ხამესმა გოლის გატანაც მოახერხა და მას „რეალის“ გულშემატკივრებიც კი აჯილდოვებდნენ აპლოდისმენტებით.“ - ნათქვამია მიუნხენის „ბაიერნის“ თავჯდომარის კარლ-ჰაინც რუმენიგეს ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ხამესი მოედანზე მხოლოდ 11-ჯერ გამოვიდა. ახლა კოლუმბიელს მუხლის ტრავმა აქვს, რომელსაც მადრიდში იშუშებს.

მიუნხენის „ბაიერნმა“ კი ბუნდესლიგის გათამაშება ცუდად დაიწყო. იგი სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფება.



ხამეს როდრიგესის საუკეთესო მომენტები გასული სეზონიდან





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა