კასილასი: "მოურინიოს წინააღმდეგ უნდა წავსულიყავი"

image


მადრიდის „რეალში“ იკერ კასილასსა და ჟოზე მოურინიოს ერთმანეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.

ჟოზე მოურინიო „სამეფო კლუბის“ სათავეში 2010-2013 წლებში იმყოფებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში, მან კლუბთან ერთად ერთი ლიგის ტიტული მოიგო და ერთ ესპანეთის საფეხბურთო თასსაც დაეუფლა.

მიუხედავად იმისა, რომ „ლოს ბლანკოსმა“ საკუთარ აქტივში 100 ქულა მოაგროვა, 121 გოლი გაიტანა და 2012 წელს „ბარსელონა“ უკან ჩამოიტოვა, პორტუგალიელი სპეციალისტი „ბერნაბეუზე“ უნივერსალური პოპულარულობით ვერ სარგებლოდა.

ესპანეთის დედაქალაქში ჟოზეს მიმართ არსებული ანტიპათია მას შემდგომ გაორმაგდა, რაც პორტუგალიელის კონფლიქტი იკერ კასილასთან გამწვავდა. როგორც ჩანს, მოურინიო იმ ფაქტმა განარისხა, რომ კასილასი „ბარსელონაში“ მყოფ მეგობრებთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა.

2012-2013 წლების კამპანიაში კასილასი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა. მისი ადგილი კი დიეგო ლოპესმა დაიკავა.

„მოურინიო იმიტომ დაინიშნა მთავარ მწვრთნელად, რომ „ბარსელონასთვის“ კონკურენცია გაეწია. სწორედ იგი იყო დაძაბულობის მიზეზი. არ მომწონდა რასაც კლუბში აკეთებდა, რადგანაც ხშირად ზღვარს გადადიოდა, მე კი არ მინდოდა მას ავყოლოდი.“

„მესამე წელიწადი ცუდი იყო. მართალია „ლა ლიგა“ მოვიგეთ, მაგრამ მასსა და სხვა წევრებს შორის ურთიერთობები გაფუჭდა“

„ეს არც მისთვის იყო კარგი, არც ჩემთვის და არც კლუბისთვის. ყველაფერი თავიდან რომ მომხდარიყო, ძალას მოვიკრებდი და რთული სიტუაციის მოგვარებას შევეცდებოდი, მოურინიოს აუცილებლად დავუპირისპირდებოდი.“

„მაშინ ვარჩიე, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა და ამ გზით მადრიდის „რეალის“ ღირსება და ღირებულებები დამეცვა.“

„აღარავის უნდა დღეს მოურინიოზე საუბარი. დაე იყოს ასე და დავივიწყოთ რაც იყო და როგორც იყო, იქნებ ასე უმჯობესიცაა.“ - განაცხადა იკერ კასილასმა ხორხე ვალდანოს საავტორო გადაცემაში.

ლეგენდარული იკერი მადრიდის "რეალში" 1999-2015 წლებში თამაშობდა.


კასილასის საუკეთესო მომენტები მადრიდის "რეალში" შეგიძლიათ გაიხსენოთ აქვე





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა