ხულენ ლოპეტეგის "ხეტაფეს" დამარცხების შემდგომი ინტერვიუ

image


მიმდინარე სეზონის „ლა ლიგის“ პირველ ოფიციალურ შეხვედრაში, მადრიდის „რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ხეტაფე“ 2:0 ანგარიშით დაამარცხა.

მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, „ლოს ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგმა გუნდის მიერ მოპოვებული გამარჯვების შესახებ ისაუბრა.

„მოპოვებული გამარჯვებით კმაყოფილები ვართ. გვიხარია, რომ გუნდმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა სწორად. სეზონის ამ პერიოდში, ჯერ კიდევ რჩება დრო და ადგილი თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ეს პრინციპი ყველა კლუბს ეხება. შეუპოვრად ვითამაშეთ, ვიასპარეზეთ როგორც ერთიანმა გუნდმა და 2 გოლი გავუტანეთ მოწინააღმდეგეს, რომელიც გასულ სეზონში მესამე ადგილზე იდგა თავდაცვის მაჩვენებლით. მეტოქე დღესაც მზად იყო ბრძოლისათვის და მოგება გაგვირთულა.“

„მოხარული ვართ, რომ „ხეტაფესთვის“ ბევრი შანსი არ მიგვიცია. სამაგიეროდ, მათ კართან ჩვენ შევქმენით არაერთი სახიფათო მომენტი. გვინდა, რომ ჩვენმა გუნდმა აქტიურად შეუტიოს და პარალელურად, თავიც კარგად დაიცვას. კარგად ასპარეზობის ფუნდამენტი ისაა, რომ საკუთარ კარში გოლი არ გაუშვა. დღეს, „ლა ლიგა“ დავიწყეთ და გაუმჯობესება არ უნდა შევწყვიტოთ. 1 კვირაში, „ჟირონას“ წინააღმდეგ, საკმაოდ ძნელი დაპირისპირება გველის და ფოკუსი უკეთ ასპარეზობაზე უნდა გვქონდეს.“

„საერთო ჯამში, მომეწონა გუნდური შრომა. დემონსტრირებული პერფორმანსით კმაყოფილი ვარ. ბეილმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. იგი უნივერსალური მოთამაშეა და ერთდროულად ბევრი რამის კეთება შეუძლია, ისევე როგორც სხვა დანარჩენ ფეხბურთელებს. შრომა უნდა განვაგრძოთ. გუნდი ყოველთვის უფრო მაღლა დგას ინდივიდუალურ ნიჭზე და ეს ბეილსაც ეხება.“

„პრესინგი მოწინააღმდეგეზე და მათ ნახევარზე აქტიური წნეხის განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში შედეგიანია, მაგრამ არა ყოველთვის. ყველა თამაში განსხვავებულია. უმნიშვნელოვანესი ფაქტორი დაკარგული ბურთის სწრაფად დაბრუნებაა.“

„ერთმანეთისთვის უნდა ვშრომობდეთ და თამაშს ერთმანეთზე უნდა ვაგებდეთ. მთელი ფოკუსი გუნდურ შრომაზე უნდა გვქონდეს გადატანილი, რადგანაც ეს ერთადერთი გზაა განვითარებისათვის. თუკი ერთმანეთს კარგად დავუკავშირებთ კოლექტიურ ნიჭიერებასა და დიდ შრომას, უკეთეს გუნდად ვიქცევით. ბევრი ასპექტია, რაზეც უნდა ვიმუშაოთ და რაც უნდა გავაუმჯობესოთ.“

„მარსელო უაღრესად გამოცდილი ფეხბურთელია და მშვენივრად იასპარეზა. გვიხარია, რომ ასეთ მაღალ დონეზე თამაშობს როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში. მარსელოს მოედანზე ყოფნა ძალიან გვეხმარება და უკეთეს გუნდად გვაყალიბებს.“

„ძალიან მიხარია, რომ მადრიდის „რეალთან“ ერთად, „ლა ლიგის“ პირველი მატჩი მოვიგე. ემოციებით აღსავსე და ფრიად აღელვებული გახლავართ. „ლა ლიგა“ ჩვენთან ძალიან ახლოს დგას. გრძელი სეზონის პირველი ნაბიჯი წარმატებით გადავდგით. პერფორმანსით კმაყოფილი ვართ.“

„დანი სებალოსი მშვენივრად თამაშობს და ჩვენი იმედი „ხეტაფეს“ წინააღმდეგაც გაამართლა. კარგი და ძლიერი პიროვნებაა, თავდაუზოგავად შრომობს და მშვენიერი ფეხბურთელია. კიდევ ბევრჯერ უნდა იასპარეზოს ისე, როგორც ეს დღეს მოახერხა.“

„მადრიდის „რეალს“ 3 მეკარე ეყოლება. მეკარეებს შორის არსებული კონკურენცია დადებითი მომენტია. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. შექმნილ ვითარებას ძალიან მარტივად ვუყურებ - ჩვენ გვყავს რამდენიმე გოლკიპერი და ვფლობთ რამდენიმე ალტერნატივას. სეზონის პროგრესირებასთან ერთად, საჭირო გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ. კმაყოფილებას გამოვთქვამ ჩვენი გოლკიპერების ასპარეზობის დონით და მათი ჩვენ გუნდში ყოფნა გვახარებს.“ - ციტირებს "ლოს გალაქტიკოსის" 51 წლის ესპანელი მთავარი მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგის სიტყვებს "Reali.Ge".

loading...







მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა