რონალდუს რეაქცია და სიტყვები, როდესაც შეიტყო, რომ "რეალმა" ოზილი გაუშვა

image


ჟოზე მოურინიოს მადრიდის „რეალის“ სათავეში ყოფნის პერიოდში, მესუტ ოზილი „თეთრებისთვის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ კარლო ანჩელოტის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გერმანელი ნახევარმცველის „არსენალისთვის" მიჰყიდვა მოჰყვა. სატრანსფერო თანხამ 50 მილიონი ევრო შეადგინა.

ოზილმა "სამეფო კლუბის" მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ყოფილი თანაგუნდელის რეაქცია გაიხსენა.

„ძალიან განრისხებული ვარ, რომ მადრიდის „რეალმა“ მესუტ ოზილი გაყიდა. მეტოქის საჯარიმო მოედანში ჩემს მოძრაობებს ოზილი ყველაზე კარგად იცნობდა. უკიდურესად გაბრაზებული ვარ, რომ ოზილი „არსენალში“ გაუშვეს.“ – ასე ციტირებს მესუტ ოზილი რონალდუს მიერ ნათქვამ სიტყვებს ტრანსფერის ამბის გაგების შემდგომ.

ამას გარდა, 30 წლის ფეხბურთელი იხსენებს, რომ მისი ტრანსფერი ძალიან სწრაფად შედგა.

„მახსოვს შაბათ-კვირა იყო და დარწმუნებული ვიყავი, რომ მადრიდის „რეალში“ დავრჩებოდი, მაგრამ მოგვიანებით დავრწმუნდი, რომ მთავარმა მწვრთნელმა და კლუბის ხელმძღვანელობამ ჩემი რწმენა დაკარგეს.“

„მე იმ მოთამაშეებს განვეკუთვნები, რომელთათვისაც უმნიშვნელოვანია, რომ მათი სჯეროდეთ. სწორედ ეს გახდა ჩემი „არსენალში“ გადასვლის მიზეზი. ვგრძნობდი, რომ ინგლისურ კლუბს მეტად ვჭირდებოდი.“ - ნათქვამია ოზილის ინტერვიუში, რომელსაც ესპანური წყარო "Marca" გვთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ მესუტ ოზილი მადრიდის „რეალში“ 2010-2013 წლებში თამაშობდა.



აქვე გთავაზობთ მესუტ ოზილის საუკეთესო მომენტებს მადრიდის „რეალში“






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:



დაწერე კომენტარი
ბოლო სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება
პოპულალური
რეკლამა
გამოკითხვა

ვინ უნდა გახდეს "რეალის" ძირითადი მეკარე?

N
კლუბები
1
ბარსელონა
9
3
2
რეალი
9
3
3
სელტა
7
3
4
ლევანტე
4
3
სრული ცხრილის ნახვა
N
ფეხბურთელები
1
ბენზემა
4
2
მესი
4
3
გარეტ ბეილი
3
4
ანდრე სილვა
3
სრული ცხრილის ნახვა